Thursday, August 7, 2025

ბებიას ლოცვა (პატრიოტული)


ბებიას ლოცვა
ბებიას ლოცვა მომდევს მე კვალში,
გადამარჩინა, მე მგონი, იმან,
როგორ დავბრუნდე პაპების სახლში,
როგორ ვემთხვიო მის კედლებს ძვირფასს?!
ბებიაჩემმა დაართო ერთ დროს
ძაფი, შეღება ენდროთი წითლად,
იმ გორგალს უნდა ისევე ვენდო,
რომ ჩემს მიწაზე დავიდო ბინა.
გამოვაგორებ, იგორებს დიდხანს,
მას არ მოვწყვიტო უნდა მე თვალი,
ჩავეკრა მიწას, რაც ასე მიყვარს,
დე, შემეწიოს ჯვარ-ხატის ძალი..
მაია დიაკონიძე
7.08.2025 წელი



No comments:

Post a Comment