Saturday, January 4, 2025

მიყვარს!

მიყვარს!
მიყვარს ბავშვური ღიმილი
და ნაპერწკლები თვალებში,
ძნელია ქვეყნად ცხოვრება
ბავშვური გულის გარეშე,
ხე თუ უბრალო ხე არის,
არა ნატვრების ახდენის,
მაშ, რად ამშვენებს ამგვარად
ეს ჭრელა-ჭრულა ბაფთები.
თუკი სურვილებს არ მიეც
გზა, ბილიკი და არენა,
ნაცარქექიას ზღაპარი,
ცხადი ვერასდროს გახდება.
დავრჩეთ ბავშვებად, გულში მზე,
თვალში ვარსკვლავი ბრწყინავდეს
და ჩვენი იყოს სამყარო,
ზეციერიდან მიწამდე.
მაია დიაკონიძე
3.01.2025 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ნაძვის ხე გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Lali Gachava, Sofio Chelidze და 34 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment