ნაძვის ხეს!
უკვე შუა ზამთარია,
ფიფქი ცვივა, ასე ხდება,
თითქოს ქურქი აფარია,
დედამიწა თოვლით თბება.
და ამ ლაჟვარდ სითეთრეში
და ამ ფიფქთა ლაჟვარდებში,
დაგინახე, ვერცხლისფერად,
ბრჭყვიალებდი, ანათებდი.
თვალი მომჭრა სილამაზემ,
მარადმწვანე წიწვის ხე ხარ,
მუჭით თოვლი მითავაზე,
ცელქობის და ცეკვის დღეა.
ხე ხარ ჩვენი გახარების,
უფლის მადლი, კალთა გფარავს,
მამა ღმერთმა მოგავლინა
ჩვენთა გულთა გასახარად.
მაია დიაკონიძე
19.12.2024 წელი
No comments:
Post a Comment