კაკალი და ილია
კაკალი ვერ გატეხა
კბილით ციცქნა ილიამ,
გოგოების წინაშე,
არ იტეხდა იხტიბარს,
ბებიკომ მიაძახა,
ბიჭო, განა ციყვი ხარ?!
მაგათი საამაყო
ეგ მაგარი კბილია.
ჩვენ კი ადამიანებს
ღმერთმა მოგვცა ასეთი,
ვახრამუნოთ მხოლოდღა
ნუგბარი და კანფეტი.
კაკალი და ილია
კაკალი ვერ გატეხა
კბილით ციცქნა ილიამ,
გოგოების წინაშე,
არ იტეხდა იხტიბარს,
ბებიკომ მიაძახა,
ბიჭო, განა ციყვი ხარ?!
მაგათი საამაყო
ეგ მაგარი კბილია.
ჩვენ კი ადამიანებს
ღმერთმა მოგვცა ასეთი,
ვახრამუნოთ მხოლოდღა
ნუგბარი და კანფეტი.
მხოლოდ შენ მინდა წამომაყენო!
დღეს მისდევს ახალ დღეების სევდა,
შენთვის ვსუნთქავ და შენთვის ვარსებობ,
თუ წავიქეცი, დამეცა ელდა,
მხოლოდ შენ მინდა წამომაყენო.
როგორ გავცვალო არწივი ქორში,
ან ვინ ვიპოვო შენი საფერო,
თუ წავიქეცი, დამეცა ელდა,
მხოლოდ შენ მინდა წამომაყენო.
ჩემი ფიქრი ხარ სივრცეში,დროში,
შენ სიბრძნის კონავ, აზრო ნამყენო,
თუ წავიქეცი, დამეცა ელდა,
მხოლოდ შენ მინდა წამომაყენო.
მეხვივნენ ცრუ მოყვასები,
მუხლზე ვიდექი აჯებით,
მაინც სად იყვნენ ამდენი
ეშმაკები და ქაჯები.
ვერავის ვერ შევასმინე
ამ ჩემი გულის ნადები.
მაია დიაკონიძე
24.05.2024 წელი
სანამ ვიქნები, დაე, ვიყო აქ,
არ ვურჩევ ჩემს თავს, მე სხვაგან ყოფნას,
სად ვნახო მერე ჩემი ნიკორა,
სად ვნახო დიდი ქართლოსის მოდგმა,
სად ვნახო ველი ნაყოფიერი,
მთა მყინვარებით, ანკარა წყლებით,
ღმერთო, მოგვეცი ცა შენმიერი,
ღმერთო, მოგვეცი დიდების წლები.
შარბეთად შეგსვი, მარაბდავ,
კრწანისს შემეკრა კრიჭა,
გული სინანულს მალავდა,
გადმოცლილიყო ფიჭა,
ტკბილს ისევ მწარე მიჯობდა,
ხორბალს მერჩია ცერცვი,
კარად მოჯარულ ქისტობას
ვაჭამე ფიცი-ვერცხლით.
გარნისს შემორჩა გმირობა
ოთხი ათასი მესხის,
ჯალალედინის პირობა:
,,გაწყვიტეთ", ახლაც მესმის.
მათ შემცილებელს მოველი
ამ ქვეყნის სიყვარულში,
კოხტასთავს იყო თორელიც,
ცოტნესავით ზნესრული.
შემოგგვედრივარ უფალო,
აღარ დაგვეგოს მახე,
ისე არ მოვკვდე, არ ვნახო,
მე ერისკაცის სახე.
ვინ გადაგვარცხნა ქოჩორი,
გიფრთხილდებოდა მუდამ,
ახლაც წინ მიდევს გზა შორი,
გამიწევია გუდანს.
მინდა ჯვარს ვთხოვო შეწევნა,
არ შეგიცვალოს სისხლი,
ნეტავ, აქ მთასთან გეცეკვა,
ზედ რომ ყაყაჩო იწვის,
სად ვარდი სწყდება ალიონს,
ჩამოდის სახედ პირმზის,
შუქი სდის არაგვს და იორს,
ძვლები პაპათა გიცდის,
ვინ გადაგვარცხნა ქოჩორი,
გიფრთხილდებოდა მუდამ,
ახლაც წინ მიდევს გზა შორი,
გამიწევია გუდანს.
ბედი არის ქვეყანად ყველაფერი,
ბედი არის თურმე წარმატებაც,
შეაშველო უნდა შენს ბედს ხელი,
თორემ ნიჭიც სულ უკვალოდ ქრება.
უხვად გწალობდა, შენ სამშობლოვ, ჩვენი მესია,
,,ვეფხისტყაოსანს" ქმნიდნენ დიდნი, აბდულმესიანს,
,,იყო და არა იყო რაო", ასე იტყვიან,
თუ ზურგს შეაქცევ, როცა გკლავენ, როცა გესვრიან.
ბავშვობიდანვე გვაყვარებდნენ ზღაპრებს, არაკებს,
და შევხაროდით მზეჭაბუკებს, ვით ამხანაგებს,
მაგრამ სად გაქრა ბედნიერი, ტკბილი წარსული?!
დევნი დაგვირჩნენ, - აი, ეს თუ მალაპარაკებს.
6.11.2024 წელი
მე გეუბნები: - მიყვარხარ,
ჩიტი მარეკი
მისი ჭრიალი მაკრთობს, მისი ჭრიალი მტკივა,
რად მაიტოვე,კაცო, შენი სახლი და ბინა,
არც ღირებულხარ მაშინ ერთ ქართულ ღვინის ტიკად,
დაგვიწყებია დედის ,,ჰოი, ნანინა-ნინა".
მაგრამ, ვაიმე, შენც?!
ქვეყნად რა აღარ მინახავს,
ჩამქრალი მთვარეც, მზეც,
ბევრმა მიყელა, მიგანა,
მაგრამ, ვაიმე, შენც?!
როცა ვისხამდი იარაღს,
ვით წინაპრების ძღვენს,
გულზე დამაჭდეს იარა,
მაგრამ, ვაიმე, შენც?!
ღრუბელად გადამიარა,
რაც გულისგულში ძევს,
შხამის შემასვეს ფიალა,
მაგრამ, ვაიმე, შენც?!
მაია დიაკონიძე
3.11.2024 წელი
გაიცვითა კიბეების საფეხური
და ცოდვები ჩამომსხდარან ვით კირთები,
ჩემს სილაღეს ჩამოაცვეს აპეური,
მომავალშიც, ნეტავ, ბედო, რას მპირდები.
მეუბნები, დატკბი ხეთა სილამაზით,
მეუბნები, თბილისი მზის ქალაქია,
მაგრამ მხარზე პაწაწინა ჩიტი მაზის,
მზის სხივები იმისათვის ალალია.
ის კი მზის ქვეშ ვერ პოულობს თავის ადგილს,
წყლის ნამშიც კი ვიღაც დიდი ეცილება,
ყვავს და ჩხიკვსაც უყვართ მხოლდ თავიანთი,
მე კი მხოლოდ ის ჩიტუნა მედიდება.
ისევ მინიმალური პოეზია:
გიჟი
თუ… ავტ. მაია დიაკონიძე
ზეწარი დახია სამ ნაწილად, ერთმანეთზე გადააბა, ერთი ბოლო
სახლში ტახტის ფეხზე დაამაგრა, მეორე აივნიდან გადაუშვა, ზედ დაკონწიალებას და ძირს
ჩახტომას აპირებდა, რომ გარეთ ყვირილი ატყდა, - რას შვრებით,
ბატონო, რა სასიკვდილოდ გადაგიდიათ თავი?! - იძახდა ერთი შლიაპიანი ქალბატონი. -- სდექ,
მეგობარო, - ვიღაცა კაცი გამეტებით იქნევდა ხელებს და შეჩერებას სთხოვდა. ნელ-ნელა
ქვევით გვარიანად მოგროვდა ხალხი. ნახევრადგონებაზე მყოფი ძლივს-ძლივს არჩევდა სახეებს,
.ზოგი ეშმაკს მიამსგავსა, ზოგი - ანგელოზს. ანგელოზები ეხვეწებოდნენ, არ გადმოხტეო.
ეშმაკები კი უღიმოდნენ, თავისკენ იწვვდნენ, პატარა რქებს არც კი მალავდნენ. გაუგებრობაში
მყოფი რამდენჯერმე მიიმალა სახლში, რამდენჯერმე გამოვიდა აივანზე. აგერ პოლიციელებიც
გამოჩნდნენ, სიტუაცია დაზვერეს. კაცს ჩაეღიმა, - ესენიღა მაკლდნენ, -- ,,ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო”, - ჩუმად ჩაიჩურჩულა.
დრო გაიწელა, ზეწარს ქარი აფრიალებდა. ისევ მოჰკიდა ხელი, ისევ სცადა ხელის ჩაჭიდება და გადმოხტომა. გარეთ ერთხმად იზმუვლა ხალხმა. ამან
უეცრად შეაკრთო. უკან დაიხია. ისევ სახლში შევიდა. კარებში გასაღები გაჩხაკუნდა, სახლში
შვილთან ერთად პოლიციელები შემოცვივდნენ. უკან ხელები გადაუგრიხეს და ტახტზე დასვეს.
ზეწარიც ამოათრიეს ქვევიდან, ისიც გვრდზე ამოუდეს.
- რა გინდოდა, მამა, - რაზე ხტებოდი,
- ესმოდა შვილის ხმა. - როდემდე უნდა აძახებინო ხალხს ,,გიჟი”? დავიღალე…
- აბა, რაზე ჩამკეტეთ? - გგონიათ ღვინის
სმას გადამაჩვევთ?! ღვინო სიყვარულია, სიყვარული მწყურია, სიყვარული მაკლია… - თავი ჩაქინდრა. იქით უწსრიგოდ მიმოფანტულ ფუნჯებს
და საღებავებს გადახედა, ცოლის პორტრეტს. მერე დაუმთავრებელ სურათს მიაჩერდა. სურათზე ფიროსმანი მოაბიჯებდა მისკენ ხელგაშლილი.
უნდოდა, ამდგარიყო, გულში ჩაკრობოდა , წამოდგომა სცადა, პოლიციელებმა შეაჩერეს, ადგილზე
დასვეს. კარგა ხანს წერდნენ დაკითხვის ოქმს, მეზობლებმა გამოგვიძახეს, უნდა შევადგინოთო.
ამასობაში კაცი გამოფხიზლდა. პირობა მისცა იქმყოფთ, ამას აღარ გავაკეთებო. მამა-შვილი
პირისპირ დარჩა, ორივე დუმდა.
-ხომ დავაყენე ფეხზე მთელი, უბანი. -
აქირქილდა კაცი. ანგელოზები თუ დაინახეო, ჰკითხა შვილს. მიხვდა შვილი, რომ მამა ისევ
არ იყო გონებაზე. სისხლი მოაწვა თავში. იმ ღამეს თვითონ გადახტა მეხუთე სართულიდან.
ვერაფერი გაიგო მამამ. დაინახა, ერთი ანგელოზი როგორ გაფრინდა მიწიდან.
ავტორი: მაია დიაკონიძე
პირადობის ნომერი: 01007010461
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის პრ.
99ა, ბინა 25
ტელ. ნომერი: 551080607
ელფოსტის მისამართი: sofochelidze88@gmail.com