ჰე, დედამიწავ!
შენი მკერდიდან ამოვედი,ჰე, დედამიწავ,
ხე ვარ, საუნჯე, ნატვრისთვალი, ნატვრების ხე ვარ,
მე კი შენს მკერდზე ვფერადობ და მდუმარედ ვდგევარ.
ვერ შევასრულე იქნებ რამდენ ბავშვის ოცნება,
იქნებ ჩიკორი უნდოდათ ან წითელი ბურთი,
ღერძის გარშემო მოტრიალე შენ საოცრებავ,
მაშ რაღად ღირხარ, თუ პატარას ვერ უხდენ სურვილს.
მაია დიაკონიძე
10.06.2024 წელი
No comments:
Post a Comment