მახსოვს!
მახსოვს მე და შენ... მქროლავი ეტლი,
შტრაუსის ვალსი, ფოთოლთა ცვენა,
და ძველი გრძნობის ბავშვურად გჯერა.
ვალსის ჰანგებში ჩაკარგულ დღეებს
ვიხსენებ.. ლურჯი ზღაპრების ერას,
მზისფრად მოხატულ ზეცამდე ხეებს
ვაპარებ შენით მონუსხულ მზერას.
ტოტიდან ტოტზე ფრთოსანთა ფრენა
და მხიარული ჭრიჭინი ბორბლის,
მოგონებებში სადღაცა კრთება...
ცად აფრენილი დიდთვალა ორბი.
მე მაინც მჯერა, შეგხვდები ოდეს,
ხელთ გეჭირება შენ ჩემი ხელი,
დაე, ხიდის ქვეშ მდინარე რბოდეს,
ჩვენ კი მივქროდეთ იმ ძველი ეტლით.
მაია დიაკონიძე
14.01.2024 წელი
.
No comments:
Post a Comment