თოვლდანათოვი მადათოვია
დღეს ხვავრიელად მოუთოვია
და საყვედური ვით ვუთხრა ზამთარს...
ნეკერჩხლიანი მადათოვია,
ტყეს ეფინება ულევი ფიფქი,
მეც გულის ნადებს ფანტელებს ვატან,
ახლა ხომ მაინც შენთან ვარ ფიქრით
და საყვედური ვით ვუთხრა ზამთარს.
ვით ვუთხრა ზამთარს, რომ ისევ მახსოვს,
ხე შუქმფინარი, შენ იმ ხის ძირში,
და როგორც იმ დროს, ახლაც ზედ მათოვს
შენი დაკარგვის თრთოლვა და შიში.
მაია დიაკონიძე
25.12. 2023 წელი
No comments:
Post a Comment