სუნია მიწის...
სუნია მიწის, სუნია ქერის,
სუნია ხორბლის, სუნია შვრიის,
გზის პირას ნაზი ბაბუაწვერა
გაღმაგაწოლილს გავცქერი სოფელს,
დარდი თვალის ჩინს ქურდივით მპარავს,
იმ დღეს პეპლები მელოდნენ მოლზე,
მე კი გავყევი ქალაქის შარას.
და ახლაც ვნანობ და ახლაც ვფიქრობ,
ნაღვლიანად რომ მიცქერდა ძაღლი,
ჩემსავით ხომ არ დაადგა იწროს...
და დაუღამდა ჩემსავით დაღლილს..
მაია დიაკონიძე
23.12.2023 წელი
No comments:
Post a Comment