წამოვიყვირე, როცა გული ეტკინა ჩემს შვილს,
როცა ოცნების ნაგლეჯები წაიღო ქარმა,
ავიღე ფუნჯი და ვხატავდი გაზაფხულს შეშლილს,
ვეღარ კი ვენდე კაცის ძეთა აწყობილ რადარს.
ამაოება ამ ცხოვრების ვიგემე მრავლად,
შუქ-აჩრდილები გამოვხატე კალამით ტუშის,
ღვთისგან შენდობა როგორც მორჩილს, ისევე მწადდა,
რატომ მჯეროდა ზოგიერთის თუნდაც რომ გუშინ.
.
No comments:
Post a Comment