Saturday, May 27, 2023

მისანო!

მისანო!
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ბანქოში გექნებაო იღბალი,
მიწის პირისაგან აღიგავა,
რაც ოდეს ბავშვობაში მითხარი.
მისანო, ვერ განჭვრიტე მომავალი,
რატომ მპირდებოდი ისე ბევრს?!
კარტი ტყუოდა თუ შენ ტყუოდი,
გარჩევაც არ მაცალა სიბერემ.
მგონი, რომ არაფერში გამიმართლა,
დაჭკნა ყვავილების გვიგვინი,
გული ამდენ ცდაში დაიღალა,
შენ ისევ სიზმრიდან მიღიმი?!
მაია დიაკონიძე
27.05.2023 წელი

No comments:

Post a Comment