გადაკარგულ შვილს!
მომწყდები, ჩაიძირები
უარაფრობის ბურუსში,
მერე როგორღა გიშველო,
როგორ გაგაძღო ძუძუთი,
თუ კი შავეთის ლანდებმა
გადაგავიწყეს ანბანი,
ვით ზეციური არგანი...
წახვალ და დაიკარგები,
ვეღარ გახდები ბადიში,
ამ სილამაზეს არ უცქერ
სურვილ და ვნებებაშლილი,
უშენოდ ის კლდე გავხდები,
რომ აღარ ჯდება არწივი,
ღმერთმა არ დაგაკარგინოს
სამშობლოს ნახვის წადილი..
მაია დიაკონიძე
25.05.2023 წელი
No comments:
Post a Comment