იმედის ფესვი
"ხემ თქვა, ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ აერიოსო." ქართული ანდაზა
თაღებიანი რომ მეგონა
ტაძარი ესე,
წასულა გვერდზე,
სადღაა ბაღში ბულბულების,
შაშვების სტვენა,
ღრმა ძილს მოუცავს ეს სამოთხე, -
დაკარგა სმენა.
გზააბნეული დავდივარ და
იმ ჩემს ვარდს ვეძებ,
რომ მაგონებდა სემირამიდას
ბაღებს და ედემს,
მაგრამ ვაი რომ, მისი ძირიც
მტერმა გათელა,
დაბადებული ნუთუ იყო
ისიც ქართველად?!
ჰაი, დედასა, მითხრეს ისიც
ქართველი იყო,
და სხვებზე მეტი ვერაგობა
ქართველმა გვიყო,
ძლევამოსილი დაცემულა
ციხე თამარის,
მაგრამ იმედის ხის ფესვი ხომ
ისევ აქა არის!
მაია დიაკონიძე
29.05.2023 წელი
No comments:
Post a Comment