შენ სიყვარული მასწავლე,
ყვავილისა და ლოდების,
სამძიმარს იმათაც ვეტყვი,
იმათაც დავუღონდები,
ქუჩი და ხმელი წიფელი
გულს ჩამრჩენია ზმანებად,
,,კარგ ყმას" ვეტრფი და დავლოცავ,
გულს დამაქვს მისი ხატება.
შვლის ნუკრს ახლაც კი მივტირი,
დედის ცრემლიან თვალებსა,
ალუდა ქეთელაურის
დარდი მეც გამაწვალებსა.
დიდი პოეტო, მთების ხმავ,
არაგვის ცრემლის ნაჟურო,
ეს ერი შენითა ცოცხლობს,
ამ სისხლმა სულ იხმაუროს..
No comments:
Post a Comment