Sunday, September 18, 2022

თუ არ გიყვარვარ! (სიმღერა)

თუ არ გიყვარვარ!
(სიმღერა)
თუ არ გიყვარვარ, ეგრეც თქვი,
რაღას მაწვალებ, ვაჟაო,
შენმა ჯიუტმა სიჩუმემ,
საფლავთან მიმიყვანაო.
ბალახი მოითიბება,
ისევ ამოვა ყანაო,
მოვკვდები დაიხურება,
ჩემთა წამწამთა მარაო.
წუთისოფელის შვილნი ვართ,
დღესა ვართ, ხვალე - არაო,
შენს უკოცნელად ღმერთსა ვთხოვ,
სოფლით ნუმც გამიყვანაო.
მაია დიაკონიძე
18.09.2022 წელი



No comments:

Post a Comment