Monday, June 13, 2022

სიმღერა, ამიზიგზაგდა გულში ელვა (სატრფიალო)

 სატრფიალოების ციკლიდან:

სიმღერა
ამიზიგზაგდა გულში ელვა, გააკრთო ნისლი,
ჩამოწოლილი დალამბული სიცოცხლის კართან
და როგორც დალი მონადირეს, ტყის პირას გიცდი,
ლურჯ ტბებს გაჩუქებ, მინდვრის ყვავილს, ვიცი, გიყვარდა.
აგვირილდება ჩემს თვალებში ყანა და ველი,
მოიზიდება ყველა წყაროს წმინდა ნაჟური
და მე ვიქნები, მზეზე უფრო ცხელი და მწველი,
შემომევლები, რომ არ დაგწვა, ცის აბაჟური.
მაია დიაკონიძე
13.06.2022წელი




No comments:

Post a Comment