Thursday, March 24, 2022

დგას დედამიწა (ეხმაურება რუსეთ-უკრაინის ომს)

 სულში ხმაურობს უსიტყვო სევდა,

ვინ  მოისმინოს ყვირილი დაფთა,

ცაზე კრთის ბავშვთა თვალების ელვა,

ვერა გააწყო კეთილმა ავთან.

ანდა პასუხი ვინ უნდა აგოს,

სულნი უპყრიათ მტარვალთ და აფთართ,

დგას დედამიწა უკიდეგანო

და მალე თავის შვილთა ძვლებს დაფლავს.

მაია დიაკონიძე

24.03.2022 წელი


 

No comments:

Post a Comment