მოდი დამარბიე, დამწვი, დამანელე,
ვუყურებ შენს სახეს, შენს მკერდს და შენს ხელებს,
როგორი სურვილით და ვნებით ვიწვები,
როგორც ძლიერ ცეცხლში ნაძვის ხის წიწვები.
იგემე ამ ბაღის სამოთხის ვაშლები,
დაცალე სიტკბოთი სავსე ეს სათლები,
ხელებში მომჭმუჭნე, ვერსაით წავიდე,.
რომ თრთოლა გაჰქონდეს ნეკნებს და ლავიწებს..
შენ იყო მხოლოდღა სიცოცხლის სარკმელი,
ჩემში მოდიოდეს უსაზღვრო ნათელი,
მივხვდები, შენს იქით ჩემთვის ხსნა არ არის,
ევა ვარ ცოდვილი, შენ - ჩემი ადამი.
მაია დიაკონიძე
22.12.2021 წელი
No comments:
Post a Comment