Sunday, July 11, 2021

დავუჯეროთ ამ ჩვენს გულს

 დავუჯეროთ ამ ჩვენს გულს, ის არასდროს არ ცდება,

არ ეშლება არასდროს მარჯვენა და მარცხენა,

შეუძლია  აწონოს ოქრო - სიტყვა მისხალით,

შეუძლია აფრინოს სიყვარულის მერცხალი,

ხან კი სევდით აივსოს, გაიხსენოს წარსული,

გახდეს ძველი დროის და ბებიების ნატრული,

დავუჯეროთ ამ ჩვენს გულს, ის არასდროს არ ცდება,

ივლის დაღამებამდე, მერე ღრუბლებს ასცდება..


No comments:

Post a Comment