Sunday, November 12, 2017

შეჭედილია ზეცაში ხურმა

შეჭედილია ზეცაში ხურმა
საფერავის ფერს ვუჭვრეტ ჭიქაში,
შეჭედილია ზეცაში ხურმა,
ძროხამ აიკლო ეზო ბღავილით,
ბებო საჭმელში მსხალს და ვაშლს ურთავს.
მოგონებები დასხდნენ სინაზე,
ირგვლივ ფოთლები ჩაბმულან ვალსში,
არ მავიწყდება მტრების ჯინაზე,
არც ბებია და არც ძველი სახლი.
საფერავის ფერს ვუჭვრეტ ჭიქაში,
შეჭედილია ზეცაში ხურმა,
ძროხამ აიკლო ეზო ბღავილით,
ბებო საჭმელში მსხალს და ვაშლს ურთავს.
მაია დიაკონიძე
12.11.2017 წელი.

No comments:

Post a Comment