დევებს!
დევის ნაკვალევს მთვარის შუქზე მთებში გავყვები,
კრიალოსანით გადავითვლი გზებს და ბილიკებს,
ჰეი, დევებო, ასე მაღლა რატომ ახვედით,
მეარღნესავით სევდიანი ვუსმენ ბუნებას,
წყაროს ჩხრიალი, მდინარის ხმა გულს ამიდუღებს,
ჰეი, დევებო, შეგიცვალათ რაღამ გუნება,
თქვენ უკეთ იცით, ისე არ წვიმს, როგორც იქუხებს...
გზაზე ჭინკები მანჭვა-გრეხვით გზა-კვალს მიბნევენ,
ცეცხლი დავანთე, გულზე ჯავრი მსურს ავიყარო,
ამ მთებით ცოცხლობთ, მათთვის სულსაც ხომ გაიმეტებთ,
იქნებ ამქვეყნად სამუდამოდ გამოიდაროს!
------------------------ . . .
სისხამ დილაზე რძის ნისლებში დევებს შევხვდები,
ხელს გადამხვევენ, ძველ მეგობარს იცნობენ ჩემში,
არაფრად მიჩანს უფსკრულები ნახავერდები,
აზარფეშები ჩარიგდება მთასა და ველში.
მაია დიაკონიძე
22.11.2012 წელი
No comments:
Post a Comment