არ მიყვარს ცარიელი თოჯინები, ცარიელი სიტყვები, ცარიელი მზერა, რომელიც თავის გარშემო ვერავის და ვერაფერს ხედავს, ცარიელი გული, რომელიც ვერ ამჩნევს სხვების გაჭირვებას, სხვების ტკივილს.
არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ვან-გოგი, ფიროსმანი, არ ესმით ვაჟას ლექსების მუსიკა. ნეტავ, რა არის მათი ცხოვრება?! მანქანა, კომფორტი, კარგი დასვენება, მაგრამ ყოველთვის მებადება კითხვა: - შვილო, რითი დაიღალე, თუ შენს სულში არაფერია?!
Tuesday, August 4, 2015
ნუ შეეხები!
არაფრისმთქმელი სიტყვებით თუ განმეორდები,
მტვერს თუ გააცლი დამარხული გულის ნაპირებს,
კემსავ ჭრილობას, შეხორცებას რომ არ აპირებს...
ნუ შეეხები სულის სიმებს, ერთხელ ნატირებს.

Monday, August 3, 2015
დიდი ხნის შემდეგ
დიდი ხნის შემდეგ მოთოვს და მოწვიმს,
ახლა ღრუბლები მაწვება მხრებზე,
თვალებს ზეცისკენ ვერხვივით ვაპყრობ,
ნუგეშს და იმედს ლოცვებში ვეძებ.
ახლა ღრუბლები მაწვება მხრებზე,
თვალებს ზეცისკენ ვერხვივით ვაპყრობ,
ნუგეშს და იმედს ლოცვებში ვეძებ.
იმ იებს რა ვუყო?!
ღვთიშობლის ხატთან ვილოცებ,
სანთელად ჩამოვიქნები,
ფიქრი ცისაკენ გამაფრენს,
დღესა ვარ, ხვალ არ ვიქნები.
თმაზე ჭაღარა დამათოვს,
სულში იკვნესებს ზამთარი,
მაგრამ იმ იებს რა ვუყო,
საკოცნელად რომ მზად არის?!.
ჩემს იმერეთს(ავტობიოგრაფიული მოთხრობა)!
გამორჩეულად ვუყვარდი ჩემს იმერელ ბებიას. თუმცა თვრამეტი შვილიშვილი ვყავდით, (მაპატიოს ჩემმა ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა და და-ძმებმა).ამის მიზეზი ახლაც არ ვიცი, ალბათ ყველასგან განვსხვავდებოდი გარეგნობით. ქერა ვიყავი, დიდი მწვანე თვალებით, ყვითელი, ყვითელი, როგორც იხვის ჭუჭული. მაშინვე მიხვდებოდი, რომ დედა უკრაინელი მყავდა, თუმცა აქაურებისთვის უკრაინელიც და ბელორუსიც რუსი იყო და რუსს მეძახოდნენ.რძლითაც ძალიან ამაყობდა ბებია, ასეთი ლამაზი რძალი არავის ჰყავსო,-იტყოდა ხოლმე. იმერეთში ჩვენი ჩასვლა, ზეიმი იყო მისთვისაც და ჩვენთვისაც. ყოველდღე ცხვებოდა ხაჭაპურები, იკვლებოდა ქათმები, წავიდოდით თბილისში. დარჩებოდა ბებია სარჩო-საბადებლის გარეშე, მაგრამ იხტიბარს არასდროს იტეხდა ყოველ თვე გვაკითხავდა ქალაქში, ხან კაკლის მურაბა ჩამოჰქონდა, ხან ვარდის (ვარდების ბაღი ჰქონდა ეზოში), ორ-სამ დაკლულ წიწილასაც გამოაყოლებდა, აბა, ხუთ ბავშვს გაზრდა არ უნდაო?!- იტყოდა.კმაყოფილი იყო, რომ დედამ ამდენი შვილი გააჩინა. თუმცა სკოლაში, უფროს კლასებში, ეს ხშირად ჩვენი დაცინვის საგანი ხდებოდა. მახსოვს რეპლიკები: '"შენს მშობლებს ტელევიზორი არ აქვთ?" ან "თქვენთან ბნელა?!" და ა. შ. ძალიან მწყინდა.მაგრამ რას ვიზამდი. რომ გაიგებდნენ, დედა "რუსი" მყავდა, არც ეს აღაფრთოვანებდა ვინმეს.თითქოს მე და ჩემს და-ძმებს დიდი დანაშაული გვქონდა ჩადენილი, გაგავაჩინა უკრაინელმა ქალმა და გავიზარდეთ მრავალშვილიან ოჯახში, რაც მაშინ მართლაც იშვიათი იყო. დედას გმირობის მედალიც კი გადასცეს ხუთი შვილის გაზრდისთვის, თუმცა ეს ჩვენ არავითარ პრივილეგიებს არ გვანიჭებდა. მატერიალურად გვიჭირდა.დედა ვერ მუშაობდა, მამას კი იმდენი შემოსავალი არ ჰქონდა რომ სრულიად უზრუნველყოფილი ვყოფილიყავით. მიუხედავად ამისა,დასასვენებლად,ზაფხულობით, ხშირად დავდიოდით უკრაინაში, თუმცა მე იმერეთში ყოფნა მერჩივნა, ამიტომაც, ჩემი კატეგორიული მოთხოვნით, მშობლებს ჩხარში მივყავდი ხოლმე.
. არასდროს დამავიწყდება ის სითბო და სიყვარული, რომელსაც იქ ვგრძნობდი მეზობლებისა და ნათესავებისგან მეფერებოდნენ, ხელიდან ხელში გადავდიოდი. ყველას ჰქონდა გადანახული ჩემთვის ერთი კანფეტი.
სოფელში მდინარე ქვერუნა ჩამოდიოდა, მივდიოდით იქ ბავშვები, გავწვებოდით დიდ თეთრ ქვებზე, ვირუჯებოდით, მზე გვიღიმოდა და ჩვენც ვივსებოდით ენერგიით, რომელიც მერე მთელი წელი უნდა გვყოფნიდა. საღამოობით ციცინათელებით ივსებოდა იქაურობა.როგორ მომწონდა და მიყვარდა ეს მწერები!!! თავიდან მწერი არც მეგონა, რაღაც ზღაპრულ მოციმციმე ვარსკვლავებად უფრო მივიჩნევდი, მაგრამ ერთხელ დაიჭირეს და პატარა კოლოფში ჩასვეს, მანახეს რომ ერთი უსახური მწერი იყო, მაგრამ მის მიმართ სიყვარული მაინც არ გამქრობია.

ვანიჩკა ბაბუას (მამაჩემის მამინაცვალი იყო) თეთრი ცხენი ჰყავდა, ღვიძლი შვილიშვილივით ვუყვარდი.ხშირად შეაბავდა ცხენს "ტაჩკაში", როგორც ეძახხდნენ, და მასეირნებდა. ჩხარში მაშინ შაბათ-კვირას ბაზრობა იმართებოდა. მთელი იმერეთიდან ჩამოჰქონდათ ქვევრები, დოქები, ძალიან მიყვარდა იქ სიარული. დაამწკრივებდნენ ჭინჭილებს, ბაბუა აუცილებლად მიყიდიდა ერთს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როგორი ამაყი ვბრუნდებოდი ბებიასთან დოქით ხელში! გზაში "წვრილ კამფეტებსაც" მოაყოლებდა, ასე ვეძახდი, ოჰ, რა ბედნიერი ვიყავი!
ძალიან მომწონდა წყაროზე სიარული, დღეში რამდენჯერმე მივდიოდი ბაბუას ნაყიდი დოქით ხელში, ჩამოვჯდებოდი კიბეებზე (წყაროსთან რომ მოხვედრილიყავი, კიბეები უნდა ჩაგევლო), ცივ წყალში გავიჭყუმპალავებდი ბეღურასავით და ნახევრად სველი ვბრუნდებოდი შინ. ტყეები, ყანები, მინდვრები, ყვავილები, წყაროები, აი, რაც მაკავშირებს ჩემს სოფელთან და ის დიდი სითბო, რითაც იმერლები გამოირჩევიან. თუმცა დიდი ხანია აღარაა ცოცხალი ბებია, ბაბუა, ის ციცინათელები დღესაც მინათებენ
ცხოვრების გზას და სითბოთი და სიყვარულით მავსებენ!
Sunday, August 2, 2015
მთვარის საიდუმლო თავი V ( ავტორი: სოფიო ჭელიძე)
თავი V
მანქანა გაუჩერებლივ სწრაფად მიჯაყჯაყებდა დაღმართზე, ვილიამი ყველანაირად ცდილობდა დაემუხრუჭებინა და გაეჩერებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა, ხის ტოტები "შევროლეს" ეხეთქებოდა და ფხაჭნიდა, მესმოდა ვილიამის შეძახილები, თავი მიკანკალებდა განუწყვეტელი ხტუნვისაგან, გამეხარდა, როცა დავინახე, რომ დაღმართი მთავრდებოდა და, ჩემი ვარაუდით, მანქანა სადმე სწორ ადგილას უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ უეცრად შევნიშნე წინ აღმართული მრავალსაუკონოვანი ხე, მხოლოდ სასწაული გადაგვარჩენდა, მანქანა მთელი სიჩქარით მიჰქროდა ხესთან შესახვედრად და ჩვენს დასაღუპავად, დაღმართს გამოვცდით, ხეს უკვე რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა, ის სულ ახლოს და ახლოს მოჩანდა, მაგრად ჩავეჭიდე სავარძელს, თვალები დავხუჭე, მოულოდნელად მანქანა გაჩერდა, გაოცებულმა თვალები სწრაფად გავახილე, მანქანის წინ აღმართულიყო ვიღაცა უცნობი ძაღლთან ერთად, მუქ მწვანე პალტოში, რომელსაც კაშნი ჰქონდა შემოხვეული ცხვირ-პირზე, თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, ქუდი ისე ეფარა, რომ მისი სახე სულ მთლად ჩრდილს მოეცვა, უცნობის სახის გარჩევა შეუძლებელი იყო, ნუთუ ამ კაცმა შეაჩერა მანქანა?!- დავუსვი ჩემს თავს კითხვა. ვილიამს თვალები გაფართოვებოდა, გიჟის გამოხედვით შესცქეროდა უცნობს, შემდეგ ეცა მუხრუჭს, რაღაცის წვალება დაიწყო, აწია თავი, გაბრაზებული სახე ჰქონდა და მითხრა, რომ მანქანას მუხრუჭი ჰქონდა გაფუჭებული, გავიფიქრე, რომ ვიღაცამ განგებ გააკეთა ეს, ჩემს მეგობარსაც იგივე აზრი დაებადა და განრისხდა, გააღო მანქანის კარები, თავის გრძელი ფეხი გადმოდგა და თვალი მოავლო არემარეს, ჩვენ ავღმოჩნდით ტყეში, რომელიც გარშემორტყმული იყო მრავალწლოვანი, მაღალი ხეებით, ვილმიამი მიუახლოვდა უცნობს, გაბრაზებული და ზედმეტად გაცხარებული ადამიანის მბრძანებლური ხმით ჰკითხა: - სერ, მე მოვითხოვ აგვიხსნათ, რა ადგილია ეს?!-
ძაღლმა საზარელი ყეფა მორთო, რომელიც პირდაპირ ტვინს მიხვრიტავდა, კაცმა ოდნავ ჩამოიწია კაშნი და ბოხი ხრინწიანი ხმით თქვა: - ეს დიდი და მისტიური ბნელი ტყეა, სერ, ძალიან საშიშია აქ ასეთ დროს ყოფნა, ნადირები გამოდიან! - მომეჩვენა, რომ მის თითქმის გაურჩეველ ბნელ სახეზე, ღიმილმა გაიელვა.
- თუ აქაური ხართ,აგვიხსენით, ფეხით როგორ მივიდეთ ფრედ ედკინსონის სახლთან?! - უთხრა ვილიამმა, კაცმა თავისი უსიამოვნო ხმით მიგვასწავლა გზა. ცივმა ქარმა დაუბერა, მართლაც, როგორც ვილიამმა მითხრა, ძალიან ცივი ამინდი იყო, ქარის წუილს აჰყვა ხეების ფოთლების შრიალი, მთვარე გამოვიდა ცაზე, გამოჩნდა მთა, რომელზეც უზარმაზარი სასახლე იყო წამოჭიმული, მე და მისტერ ბლექი გავოგნდით, ვილიამმა ისევ მკაცრად იკითხა: - ვისია ეს სასახლე, მისტერ?
- ეს დილან ჰარისონის და მისი მამის სახლია.
განვცვიფრდით, ეს ხომ გარდაცვლილი მის სარას საქმროს სახლია?! მე და ვილიამი თვალისმოუშორებლად ვაკვირდებოდი შენობას,როდესაც შემოვბრუნდით, აღმოვაჩინეთ, რომ უცნობი კაცი უკვალოდ გამქრალიყო, ამან გაგვაოცა, ძალიან საეჭვო კაცი ჩანდა-გავიფიქრე. ფეხით მივაღწიეთ ედკინსონის დიდ სახლამდე, რომელსაც ულამაზესი არქიტექტურა ჰქონდა, შესანიშნავი ყვავილებიანი ეზო, ჩვენი მასპინძელი სულ მარტო ცხოვრობდა, გაუკვირდა, როდესაც გამომძიებლები მასთან დაკითხვაზე მივიდნენ, ასე გვინ, თანაც უმანქანოდ, შინ შეგვიყვანა და ხარისხიანი კონიაკი დაგვალევინა, ოთახები სულ გაჭახჭახებული იყო, სასტუმრო ოთახის ერთ უზარმაზარ კუთხეში, სხვადასხვანაირი ძვირფასი დანები იყო გამოფენილი, ვილიამმა აჩვენა მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი დანა. ჩვენ შევიტყვეთ ის, რომ ეს დანა ფრედმა თავის მეგობარ ჟურნალისტ სარას აჩუქა, რადგან მას ის ძალიან მოეწონა, ხოლო მკვლელობის დღეს იგი ქალაქგარეთ, თავის დასთან წვეულებაზე იმყოფებოდა, ნათესავებთან ერთად, მისმა დამ და ნათესავებმა ტელეფონით ეს ფაქტი დაადასტურეს,ამგვარად, ფრედს მტკიცე გაუტეხელი ალიბი აღმოაჩნდა, ის არ იყო მკვლელი, მხოლოდ კარგი მეგობარი იყო სარასი, რომელსაც იგი არასოდეს ავნებდა.
ფეხით მივჩანჩალდით იმ ადგილამდე, სადაც მანქანა დავტოვეთ, ძალიან ბნელოდა. მთვარე ღრუბლებს დაეფარა. ღამის 10 საათი იქნებოდა, ქარი ძვლებში ატანდა, ნისლი მატულბდა, ტყეში დაბრუნებისას გვესმოდა ისეთვე გაუგებარი ხმები, როგორიც მკვლელობის ადგილზე, წინა ღამით, შემზარავი გრძნობა დამეუფლა, ჩავჯექთ "შევროლეში", ვილიამს უნდოდა ენახებინა ჩემთვის გაფუჭებული მუხრუჭი, რომელმაც ავარია გამოიწვია, მაგრამ სასწაულებრივ აღმოჩნდა, რომ იგი შეკეთებული იყო, ბლექმა გადაატრიალა გასაღები და მანქანის მოტორიც აღმუვლდა, ის დაიქოქა, ამას ახსნა- განმარტება ვერ მოვუძებნეთ. მანქანით გავუყევით ჩაბნელებულ გრძელ გზას, შევნიშნეთ უზარმაზარი მისტიური სასახლე და ვილიამმა წარმოთქვა უკვე სასიამოვნო და ჩვეული ამბიციურობით: - ხვალ ჩვენ ვესტუმრებით ჰარისონებს! - მის სიმპათიურ სახეზე ღიმილი დაიხატა...

Saturday, August 1, 2015
ენავ, ჩემო!
თბილო, ტკბილო, მრავლისმთქმელო,
სურვილების ამხდენელო,
დიდებულო ნატვრის ხეო,
შენი მოვლა ჩვენ ხელთ გვერგო,
ვაზის ძირო, პაპას ნერგო.
ჩვენო ხატო, ჩვენო ნეკნო,
სიხარულით მადლისმფენო,
გაფრენილო ცისა ფერო,
ლოცვა ხარ და გალობა ხარ,
შენზე ლექსი უნდა ვწერო.
სურვილების ამხდენელო,
დიდებულო ნატვრის ხეო,
შენი მოვლა ჩვენ ხელთ გვერგო,
ვაზის ძირო, პაპას ნერგო.
ჩვენო ხატო, ჩვენო ნეკნო,
სიხარულით მადლისმფენო,
გაფრენილო ცისა ფერო,
ლოცვა ხარ და გალობა ხარ,
შენზე ლექსი უნდა ვწერო.
Subscribe to:
Posts (Atom)