Tuesday, August 4, 2015

არ მიყვარს ცარიელი თოჯინები

    არ მიყვარს ცარიელი თოჯინები,  ცარიელი სიტყვები, ცარიელი მზერა, რომელიც თავის გარშემო ვერავის და ვერაფერს ხედავს, ცარიელი გული, რომელიც  ვერ ამჩნევს სხვების გაჭირვებას, სხვების ტკივილს.  
    არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ვან-გოგი, ფიროსმანი, არ ესმით ვაჟას ლექსების მუსიკა. ნეტავ, რა არის მათი ცხოვრება?! მანქანა, კომფორტი, კარგი დასვენება, მაგრამ ყოველთვის მებადება კითხვა: - შვილო, რითი დაიღალე,  თუ შენს სულში არაფერია?!

No comments:

Post a Comment