Sunday, February 26, 2023

შემომეკიდე! ამირან გოდერძიშვილის კომენტარით

 შემომეკიდე!

წითელი კაბა მომიწონე, მაშინ რომ მეცვა... ძოწ~ლალის მძივი, ტუჩსაცხი და
სურნელი თმების, მადარე დაისს, ყაყაჩოსფრად რომ ღუის ზეცა, შემომიკიდე ყვრიმალებზე ალმური ვნების. შენკენ მიხმობ და მომიგზავნე თან ზურგის ქარი, მეც ამ სავალ გზას არ დავუწყებ ადგილზე ტკეპნას... და მოხიბლული მაგ ღიმილით, სიტყვით გამთბარი, ვგავარ მღვიძარე, მოთუხთუხე მწვერვალით ეტნას!

ამირან გოდერძიშვილი
როგორც გინდა მოისურვო ლექსის ,, გატარება”, ამ ლექსს ვერ ,, გაატარებ”, თვითონ ლექსი შეგაჩერებს, არ მოგცემს უფლებას, რომ მიატოვო....დაგტოვებს თავისთან და დაკარგულ, დამალულ სიყვარულებზე სიყვარულით აგალაპარაკებს, აგაჩურჩულებს და გაგაცოცხლებს!!!!.....
დიახ, ასეთია ჭეშმარიტი პოეზია, დიახ, ჭეშმარიტი პოეზიის ულამაზესი შედევრია ჩვენი უნიჭიერესი პოეტის, ქალბატონი მაიკოს ეს საოცარი სატრფიალო ლექსი!!!!
,,წითელი კაბა მომიწონე,
მაშინ, რომ მეცვა....”
ეს რამდენიმე სიტყვაც საკმარისია, იმისთვის რომ მართლა მიგახედოს ულამაზესი ქალბატონისკენ და მართლა გაგახსენდეს ის, რისი დავიწყების უფლებაც არ გქონდა,....
ჩაყვები სტრიქონებს და... შენი სურვილით კი, არა, უკვე ძალითაც ვერ გამოგიყვანს ვერავინ....
,, ძოწ-ლალის მძივი,
ტუჩსაცხი და
სურნელი თმების,
მადარე დაისს,
ყაყაჩოსფრად,
რომ ღუის ზეცა,
შემომეკიდე
ყვრიმალებზე
ალმურად
ვნების”....
აბა, წადი , თუ ბიჭი ხარ, და მერე ბიჭებში ყალბად დაიტრაბახე:—— ხვევნად ვიყავ ლამაზისაო!!!!!.....
და უფრო მძაფრდება მოქმედება,როდესაც ეს უფლის საჩუქარი, თვითონ გთხოვს დააჩქარო შეხვედრა, შენი სურვილების თანაზიარია....
,,შენსკენ მიხმობ და
მომიგზავნე თან
ზურგის ქარი,
მეც ამ სავალ გზას
არ დავუწყებ
ადგილზე ტკეპნას....
და მოხიბლული
მაგ ღიმილით,
სიტყვით გამთბარი,
ვგავარ მღვიძარე,
მოთუხთუხე,
მითიურ
ეტნას!!!!!......”
წაიკითხავ, ამ ულამაზეს ლექსს და დაბრუნდები შენს საყვარელ ოცი წლის ბიჭობაში, შენს საყვარელ გამბედაობებში და გაუბედაობებში, რითაც სავსეა ჩვენი ცხოვრება....დაბრუნდები და... გაგიხარდება, დაბრუნდები და .... მილიონ მადლობას ეტყვი, ჩვენს საყვარელ უნიჭიერეს ლირიულ პოეტს ქალბატონ მაიკო დიაკონიძეს ამ გულიანი და სიყვარულით სავსე ლექსის შექმნისათვის!!!!!....

No comments:

Post a Comment