Tuesday, February 21, 2023

სიყვარულის ხე (სატრფიალო)

 სახეზე დამრჩა შენი კოცნის, თითების კვალი,

ზღვა იყავ, მზე,მე მომლოდინე ნაპირზე ქალი,

ხან მევლებოდი ტალღებად და ვნებებად მშლიდი,

პიგმალიონი გალათეას თიხისგან მთლიდი.

და ამ სიყვარულს ვით ჩაიტევს ჩემი სხეული,

შემოდიოდა ჩემში ძალა, ჯადო გრძნეული,

რომ შენი უნდა ვყოფილიყავ, სულ შენი მხოლოდ,

სიყვარულის ხე გაზრდილიყო ზეცამდე ოღონდ.



No comments:

Post a Comment