Thursday, March 17, 2022

ს ა გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ო ე ტ ი უ დ ი, ავტ. ბაღათერ არაბული

 ს ა გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ო ე ტ ი უ დ ი

—-///—-///—-///—-//—-///—-///—-///—-
... თოვლი დაბერდა და... იცრემლება,
უკვე უმატა მარტის ჟინჟვლამაც;
მალე ყვავილი- შუქი ტყემლების
შემოენთება ველს გარიჟრაჟად...
და ბალახების მწვანე ღვართქაფი
გადითქრიალებს მინდვრებზე ისევ,
საგაზაფხულო ციდან ღმერთებიც
კვლავ გადმოჰფენენ ნამიან ნისლებს...
და აიშლება შავად მდინარეც,
ბორგვით ჩაუვლის ძილგამკრთალ ნაპირს
და გრძელი ზამთრის ძილით მძინარი
ისევ აავსებს ხეობას ხაფით...
........
თოვლი დაბერდა და.. იცრემლება,
უკვე უმატა მარტის ჟინჟვლამაც;
მალე ყვავილი- შუქი ტყემლების
შემოენთება ველს გარიჟრაჟად...






No comments:

Post a Comment