Friday, March 11, 2022

კლდეს შეფენილი ია ვარ!

კლდეს შეფენილი ია ვარ!
კლდეს შეფენილი ია ვარ,
ის მიყვარს, შავი, პირქუში,
ბნელნისლიანი დილაა,
დარდი იბუდებს კლდის გულში.
შემომტირ-შემომნაჭუჭებს,
თითქოსდა სული უკვნესის,
ფესვებს მიწაში ჭია ჭამს,
მისი ხსნა უნდა გულკეთილს,
გაუმკლავდება ნიაღვარს,
აიზიდება ღრუბლებში,
მასზე ძვირფასი ვინა მყავს,
მეც მისთვისა ვარ ნუგეში.
მის სახეს რომ ვალამაზებ,
ზარ-ზეიმია სულეთში.
მაია დიაკონიძე
11.03.2022 წელი




No comments:

Post a Comment