Sunday, December 4, 2022

შვიდთა ფერთა (სიმღერა, სატრფიალო) კაფიებით ავტ. ავთანდილ ჟღერია, მაია დიაკონიძე

 სიმღერა

(სატრფიალო)
შვიდთა ფერთა მომეც შუქთა რიალება,
მომეც გული, შიგ მტლედ უნდა ჩაგეფინო,
და თუ სადმე მზე ჩადის და გიავდრდება,
ვიქცე ქოლგად, არ დასველდე, თვალის ჩინო.
აგერ შეხე, მაგნოლია ყვავის თეთრად,
ქარი ძარცვავს და შორს მიაქვს მისი თმები,
კულულები ისე ნაზად გაწეწვია,
თითქოს ჩვენ წინ ქალიშვილი იდგეს ერთი.
და სურნელიც ისეთი აქვს, გაგაოცებს,
თავბრუს მახვევს, შენს მკლავებში მინდა ვიყო,
შენი სუნთქვა ყურთან ახლოს გამაგონე,
და სიკვდილიც, თუ კი მოვა, შენთან მიჯობს.
მაია დიაკონიძე
4.12.2022წელი

კაფია ავტ. ავთანდილ ჟღერია

ლექსს წერ ტკბილს და სასიმღეროს,

სიცოცხლე ხარ და სიცოცხლეს არ ივიწყებ,

მეგონა რომ დიდხანს გემახსოვრებოდი,

შენ კი კარგო ო რა მალე დამივიწყე.

პასუხი ავტ. მაია დიაკონიძე

ვაჟო, როდის დაგივიწყე,
მე კი არა, შენ არ ჩანხარ,
აღარც ლექსებს აღარ მიწერ,
ვფიქრობ, გულში აღარ გყავარ,
მეგონა რომ გაედევნე 
მთით მომავალ სულ სხვა ფარას,
ვხედავ, რომ არ დამივიწყე,
გულსაოხად ეგეც კმარა.


მინიმა


მე შენ გიყურებ, შენ იმას,

ლექსს გიძღვნი, არა გჭირია,

მაშინ სხვის სტომაქს გავაძღობ, 

ბევრია, დიდი პირი აქვთ.

კარგ ლექსებ კი ვერ იპოვი,

საშოვნელადაც ძვირია.



სამშობლოს!



შენ ისეთი ხარ, ოცნებებში როგორც გსახავდი,
ზღვების მიქცევა-მოქცევა და ტალღის ხავრდი,
წლები გავიდეს თუნდაც ასი,თუნდაც ათასი,
ისევ იქნები პურის ყანა, ოქროს ალერდი.
შენი სათუთი სიყვარულით ამივსე მკერდი,
მუდამ ვღბულობ, როგორც ჩვილი ალერსის ჟანგბადს
და თუ ოდესმე იმ ქვეყანას წავედი სევდით,
ამოვალ მუხად, კვიპაროსად, არყად და ნაძვად.
რომ მოგეშველო, როდისმე თუ გაგიჭირდება,
ვიქცე მახვილად, ხანჯლისტარად, ალესილ შუბად,
და შენზე მეტად, ჰე მამულო, უფრო მჭირდება,
მტლედ რომ დაგეგო, ჩაგეფინო მადლიან გულთან.




...

შვიდთა ფერთა (სატრფიალო, სიმღერა)

 შვიდთა ფერთა მომეც შუქთა რიალება,

მომეც გული, შიგ მტლად უნდა ჩაგეფინო,

და თუ სადმე მზე ჩადის და გიავდრდება,

ვიქცე ქოლგად, არ დასველდე, თვალის ჩინო.

აგერ შეხე, მაგნოლია ყვავის თეთრად,

ქარი ძარცვავს და შორს მიაქვს მისი თმები,

კულულები ისე ნაზად გაწეწვია,

თითქოს ჩვენ წინ ქალიშვილი იდგეს ერთი.

და სურნელიც ისეთი აქვს, გაგაოცებს,

თავბრუს მახვევს, შენს მკლავებში მინდა ვიყო,

შენი სუნთქვა ყურთან ახლოს გამაგონე,

და სიკვდილიც, თუ კი მოვა, შენთან მიჯობს.

4.12.2022წელი







,




Saturday, December 3, 2022

პოეტს!
ჩემთვის იყავი ანგელოზი, ფრთები შეგასხი,
შემოგატარე ვარსკვლავები, მთვარე ზეცაში,
ჩვენი მეგზურის, ცეცხლოვანი ლურჯი პეგასის
ფეხდანადგამზე ჩანჩქერები ჩქეფდა მელანის.
რომ დაგვეწერა ლექსები და ცაში გვეფრინა,
მთავარი როლი გვქონოდა ამ წარმოდგენაში,
მაგრამ როდესაც გავიღვიძე, თვალი ავწიე,
მთვარემ ჩამაცვა წამებულის თეთრი პერანგი.
მაია დიაკონიძე
1.12.2022წელი


Thursday, December 1, 2022

მე დაგიყარე... სიმღერა დაწერა და შეასრულა გიული ერგემლიძემ (სატრფიალო)

მე დაგიყარე...
მე დაგიყარე ზღვის კენჭები ხელისგულებზე,
რომ შენს თვალებში მზის სხივებად, მთვარედ ებრწყინათ,
და მოვყვებოდი შენს ოცნებებს, ვქსოვდი ბუდეებს,
მუდამ გეძახდი გადაკარგულს: ,,შემო, მზევ, შინა!".
სახლში კი, როგორც ალმასს ისე, გიფრთხილდებოდი,
გთლიდი, გრანდავდი, მრავალკუთხად, მრავალწახნაგად,
მეგონა, ჩემთვის ვითარც ცეცხლი დაინთებოდი,
მაგრამ არ მოხდა, არ ასრულდა, აღარ აალდა.
არ მომიტანა მე ვარდები მთვარის ფიქალმა,
დავრჩი სიზმრების და ზღაპრების ერთგულ ფერიად,
და თუ ისევე ჩამიფრინა ყვავმა მყივარმა,
გეტყვი, ცდისათვის ყველა ძალა გამომელია.
მაია დიაკონიძე
1.12.2022წელი

,




 





მე ვერ ვხვდებოდი (სატრფიალო)

 მე ვერ ვხვდებოდი სიყვარულის ზომას და წონას,

მსურდა მომეცა ყვლაფერი ბოლო წვეთამდე,

რაც მეტს გაძლევდი, აღარ მქონდა შენგან დანდობა,

მეტს მოითხოვდი, ძე უძღები თხემით ტერფამდე.

სურა კი, სავსე ჩემი სისხლით და ჩემი ხორცით,

ჭიქურებით და ფართოთვალა ლურჯი იებით,

იწრიტებოდა და შრებოდა ვით თხმელას მორჩი,

და დავრჩი მარტო, როგორც ქალი კამელიებით.