ველო, სიცოცხლის, შირაქო,
კეთილ გყოს დედამიწამო,
არ მოგვაშიო, დავზარდო,
ერთგულ შვილებად გვიწამო.
მე ვლოცულობდი!
შენთან ყოფნას და სიყვარულს
ქვეყნად ვერავინ დამიშლის,
შენა ხარ ჩემი ამირან,
ყარამან და გილგამეში,
გზაზე რომ შემომეყრები,
თვალების ისრით გაგიტან,
თუნდ დამახვედრო ეკლები,
იტყვი, – ეს შუქი საიდან!
თუმცა იმედიც გამიქრა,
შენ მაინც მეიმედები,
კალმად ვიხმარე ბატის ფრთა,
გიგზავნე თეთრი მტრედები.
სიზმარია თუ ცხადია,
ტახტს ვზივარ ფერგადასული,
სუყველაფერი კარგია,
თუ კეთილი აქვს სასრული.
ზამთრის წასვლა