ჯანინა ხერგიანს
Thursday, August 3, 2023
დღეს სტუმრები ვართ (სატრფიალო)
შენ ჩემს თვალებში ცვლი პეიზაჟებს,
დღეს ტაჯ-მაჰალის ოქროს კოშკში ვარ,
ასე მგონია, დაიგვიანებ,
სამისთვის გელი, უკვე ორია.
ტკბილი შარბათი შეგასვა მინდა,
გემოს გასინჯავ თაფლივით ყურძნის,
გრძნობით სავსეა ეს სული წმინდა,
მკერდზე მინდა რომ მომადო ყური.
ისმინო ჩემი გულის ფრიალი,
შენს დანახვაზე აფრებს რომ გაშლის,
გადამავიწყდეს ბედის რიალი,
დღეს სტუმრები ვართ ჩვენ ტაჯ-მაჰალის.
Wednesday, August 2, 2023
ქიში და მატი
მინიმა
როცა ვერ ვამბობთ სათქმელს ბოლომდე,
ვსვამთ სიტყვის ბოლოს წერტილს და მძიმეს,
შენს სიყვარულში, უფალო, ღმერთო,
შეჩერებაც კი ვერ დავაპირე.
სახუმარო
ზოგს თუთიყუში მოსწონს და
ზოგს მომღერალი ბულბული,
ზოგს - ჩიტი იყოს ოღონდაც,
ფერადი ესხას ბუმბული.
არ ვდავობ გემოვნებაზე,
ან რას გაიგებ კაცისას,
დავიარებით ცერაზე,
ვურევთ სატირალ-საცინარს.
ასე სცოდნია სიყვარულს,
ნაჭრით ახვევა თვალების,
ხან გნოლს ვუწუნებთ სიარულს,
თუთიყუშს მივეძალებით.
ლესია უკრაინკას!
ჭის თავზე ვზივარ, საიდანაც წყალს სვამდი ქართულს,
თავს სიყვარულის გევლებოდა პეპელა ხათუნს,
თუმც არ იყავი არც სპარსელი და არც არაბი,
მზის ქვეშ თბებოდა შემცივნული სული მარადი.
სნეულ სხეულს ხომ სითამამეს ყაყაჩო გგვრიდა,
და გიამებდა შმაგ ტკივილებს ქართული მიწა.
და მონატრების ნათელ ფურცლებს ფურცლავდა ქარი,
ვერ ივიწყებდი უკრაინას პოეტი ქალი.
ჭის თავზე ვზივარ, საიდანაც წყალს სვამდი ქართულს,
თავს სიყვარულის გევლებოდა პეპელა ხათუნს,
არ მინახავხარ! (სატრფიალო)
არ მინანახიხარ ივლისის მერე,
ახლა მცხუნვარე დადგა აგვისტო,
უდგამენ მუზებს ცადაწვდილ ძეგლებს,
თაჯ-მაჰალიც ხომ მიტომ აიგო.
ხან ცოცხალ ძეგლებს ვხედავთ გზადაგზა,
დაღარულ მუხას ზეცამდე ტანით,
სჯობია ლექსი ზოგჯერ ზარბაზანს,
პოეტის სიტყვა უფალთან ადის...
არ მინანახავხარ ივლისის მერე,
ახლა მცხუნვარე დადგა აგვისტო,
უდგამენ მუზებს ცადაწვდილ ძეგლებს,
თაჯ-მაჰალიც ხომ მიტომ აიგო.
