Friday, March 12, 2021

მერი (შემოკლებით) ავტ. გალაკტიონ ტაბიძე

 შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

Wednesday, March 10, 2021

სურვილი სურვილადვე დარჩა (სიმღერა)

 სიყვარული სწყურია

პეპელას და ბალღსაც, 

მაგრამ ბევრჯერ სურვილი

სურვილადვე დარჩა,

სიყვარული სწყურია

იასაც და ვარდსაც,

მაგრამ ბევრჯერ სურვილი

სურვილადვე დარჩა,

დავკრეფ ლამაზ ყვავილებს,

გულში ჩავკლავ დარდსაც,

მინდა ძლიერ გიყვარდე,

გადავიქცე ვარდად.

მაგრამ ვხედავ სურვილი 

სურვილადვე დარჩა.



Tuesday, March 9, 2021

მეფიცებოდნენ სიყვარულს

 მეფიცებოდნენ სიყვარულს, 

თურმე არავის ვუყვარდი,

თავი ფრინველი მეგონა, 

ძირს ჩამომაგდეს ისარით, 

დამჭრეს და ლეშად მაქციეს,

თავიც დავკარგე, გუმანიც.


მეფიცებოდნენ სიყვარულს

და ცაში როცა ვფრინავდი,

დამჭრეს და ლეშად მაქციეს,

ძირს ჩამომაგდეს ისარით,

მას მერე უფალი გახდა

ჩემი მზე და საფიცარი.




Sunday, March 7, 2021

თუ კი გიყვარვარ (სიმღერა, შეასრულა ნანა ბაბუაძემ)

 თუ კი გიყვარვარ, 

ახლა მითხარი, 

მერე არ იყოს გვიანი,

სამოთხედ მექცეს 

ცაც და ხმელეთიც,

მოდი და ახლა მიცანი.

თვალებში დაგრჩე ბაიასავით,

თქვი, შენთან სხვები ვინ არის?!

ქარში ვიფრინოთ ნაზფოთლებივით,

ფერებად დავრჩეთ მინანქრის.



Friday, March 5, 2021

ავტ. ცაგო აბაშმაძე, მუზის ნაჟურში დაიდო

 ბატონო ზაური,

რა გითხრათ,არ ვიცი,
მოგმართავთ ერთ-ერთი
,,ნაფიცი ნარცისი ".
რას გვერჩით ,,ლექსმწერებს",
ჩვენს ,,ჭიას" ვახარებთ,
გენიოს პოეტებს
რატომღა გვადარებ.
თუ ვერ ვქმნით შედევრებს,
თქვენ რატომ განიცდით,
ვისწავლით ბატონო,
თუ ცოტას დაგვიცდით.
თქვენსავით ვერ ვქარგავთ
ჯერ ლამაზ სტრიქონებს,
,,პოეტის მანტიას "
მართლა არ ვიზომებთ.
ჩვენც გვიყვარს სამშობლო,
და იქნებ მეტადაც ,
ან იქნებ ძნელია
გაგება გეცადათ.
შევხარით ბუნებას,
სიყვარულს ვარიგებთ,
კაცი და გუნება,
ვინაც ჩვენ გაგვიგებს.
,,დიდების მწვერვალზე"
არ ვცდილობთ,,აფრენას",
თქვენთვის დაგვითმია
ტაშიც და არენაც.
ბატონო ზაური,
რა გითხრათ,არ ვიცი,
ბოდიშებს მოგიხდით,
ერთ-ერთი ,,ნარცისი" .
ემიგრანტი ანკარიდან.

ეს გაზაფხული მე მოვიყვანე, ავტ. ბესიკ ხარანაული

 /ბესიკ ხარანაული/

,, ეს გაზაფხული მე მოვიყვანე,
რაკი შენ გსურდა, რაკი შენ ბრძანე
და, რაკი ზამთრით გადაიღალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
სხვამ სხვა წაიღო, მე მერგო მწვანე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
ვიხმარე ხერხი და გადმოვხარე,
ვიძალე ძალით და გადმოვძალე,
ყოველი ფერით გადმოვითვალე,
ყველა ყვავილი გადმოვიშალე,
ყოველი წვეთით გადმოვიცალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
ბევრი ვიბრძოლე, ბერვი ვიწვალე,
მიშალეს, მაგრამ არ დავიშალე,
ჩემი ცრემლებით გზები ვუმშრალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
და ახლა ორნივ შენს წინა ვდგავართ,
_ იმას ჩავიდენთ, რასაც გვიბრძანებ“

Thursday, March 4, 2021

შემომხედე, იქნებ შეგიყვარდე

შემომხედე, იქნებ სეგიყვარდე!

გაზაფხული მოვიხვიე მხრებზე,
აღარ ვუფრთხი წვიმასა და ქარებს,
დედამიწის სიყვარული მომაქვს,
შემომხედე, იქნებ შეგიყვარდე.
თავაწყვეტილ რაშებს მოვაქანებ,
გადავუსწრებ ცაში მფრინავ ღრუბლებს,
მზის სხივებსაც გადმოგიშლი ჟღალებს,
შემომხედე, იქნებ შეგიყვარდე.
მოჟღურტულე ჩიტუნიებს ვანდობ
ჩემს სიყვარულს და სევდიან ფიქრებს,
შენთან ყოფნას დღენიადაგ ვნატრობ,
შემომხედე, შეგიყვარდე იქნებ.
მაია დიაკონიძე
4.03.2021 წელი