Friday, September 20, 2024

,,21-ე საუკუნის პოეზია", გაგზავნილი მასალა

 ,21-ე საუკუნის პოეზია" წიგნისთვის

ჩემს მიწას ცივა
ჩემს მიწას ცივა, ცივა საფლავს დედის და მამის,
აღარ ისხამსო ხეჭეჭური, აღარც კეხურა,
მეც გამყინვია სიცივისგან ხორცი და ძვალი,
ვერ ვნახე მიწა, ცოტა თბილი, რომ მომეხურა.
------------------------
***
ზოგ კაცს მკერდს უნგრევს ძუძუს კერტები,
ზოგს მტრის შუბი და ზოგსაც ისარი,
ონისემ დათმო ბაღი ედემის,
ჭკუას ჩვენ ნეტავ როდის ვისწავლით?!
________________________________
არ ჩაიმუხლო, ჩემო ძაღლო!
არ ჩაიმუხლო, ჩემო ძაღლო, გამომყევ გვერდზე,
სამშვიდობოზე გასვლა ახლა გვწყურია ძლიერ,
მგლების ხროვაში დარჩენილნი მშველელებს ვეძებთ,
სანამ კი შევძლებთ, დავატეხავთ მგლებს კოჭის ძირებს.
არ ჩაიმუხლო, ჩემო მურა, ვიცი, რომ შეგწევს
მტერთან ბრძოლაც და ერთგულება შენი პატრონის,
ეს კაცებშია რომ ერთგულებს სანთლებით ვეძებთ
და მივტირივართ იმ ძველ გმირებს: ,,ვახ, დრონი, დრონი".
მე ვენაცვალე შენს გულს, შენს შუბლს, შენს ჭკვიან თვალებს,
ახლაც რომ თვალში შემომცქერი, დამიცვა გინდა,
აგერ შორს ვხედავ შენს მეგობარ და ერთგულ ძაღლებს...
ჩვენზე თავდასხმა დაუჯდება მგლის ხროვას ძვირად.
=================
არაგვზე გელი!
არაგვზე გელი კლდის პირას,
გავცქერი მაღლა მუხებს,
წყარო იქ მოდის ცხრაპირა,
ის გაგიმაგრებს მუხლებს.
ჩემამდე ჩამოაღწიო,
ერთად შევცუროთ არაგვს,
შენ ჩემო მთების არწივო,
სიყვარულს გჩუქნი მარადს.
-----------------------
მაგრამ რატომღაც გამწიე გვერდზე!
ხეო, მიყვარდა შენს ჩრდილში ყოფნა,
აშრიალებდი ზურმუხტის ფოთლებს,
შეიფარებდი ზღაპრიდან ყორანს
და მიკითხავდით დანტეს და ბოდლერს.
მახსოვს დილამდე ვრჩებოდი შენთან,
მთვარე თეთრი რძით მივსებდა ჭურჭელს,
საღამურს ღამე მაცმევდა ფერადს,
იქვე, მიწისქვეშ, ეძინათ ჭურებს?!
ტოტებით ვარსკვლავს მიწყვეტდი ციდან
და როგორც ვაშლებს მიწყობდი თეფშზე,
უწინდებურად კვლავ შენთან მინდა,
მაგრამ რატომღაც გამწიე გვერდზე.
-------------------------------------
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა"
(აკაკი წერეთელს)
ეს რა ხელით შეგქმნა ღმერთმა,
მიწანწკარებ მზისა თვალად,
ყველა ფერი ბრწყინავს ერთად,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
დამიამებ ყველა ტკივილს,
გიმზერ უკვდავების წყალად,
ძარღვში როგორც სისხლი მივლი,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
წყურვილს ყვავილს დაუოკებ,
უკვე ხნის ხარ მათუსალას,
ვერ გვიმეტებ სახრიოკედ,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
---------------------------
ტკივილი
მე აუტანელ სისხლიან ქარს
ვებრძოდი მუდამ,
ნაჭდევებად და ნაკაწრებად
მრჩებოდა გზები,
მიმქონდა ყველას ტკივილები
გულთან და სულთან,
და გავიარე ეს ცხოვრება
ტანჯვით და გვემით.
მე ვერ გამიგეს, ამატებდნენ
ტკივილებს ტკივილს,
ამოიზარდა ჩემს გულშიაც
ყვავილი ქვიშის,
თუ არაფერი არ ყოფილა
ამქვეყნად წმინდა,
მაშ, აღარ მიკვირს, რა ტკივილი
ატირებს ტირიფს.
---------------------------
შორს წასულ შვილს!
ასე შორს რაზედ წასულხარ,
შვილო, ვეღარა გკითხე,
ბალი ზეცამდე ასულა,
ცდება ეზოში კიბე.
შემოიფრინეს მერცხლებმა,
ახლა გაფრინდნენ ერთად,
აქ რომ იხარეს ეკლებმა,
კანზე თუ იგრძენ ჩხვლეტა.
ან ხელი ვინ შეგიხვია,
ან შენს გულს ვინღა წამლობს,
გუშღამ სიზმრები მეხვია,
ცუდი წაიღე, წყალო.
-------------------
როცა ვიღიმი
როცა ვიღიმი, გგონიათ, რომ სულ მეღიმება?!
ხანდახან ყველას გვიკეთია ყალბი ნიღაბი,
ბედისწერის და ამ ცხოვრების მიგრძვნია რყევა
და ვინაც უნდა ამომეცნო, ვეღარ ვიცანი.
ვცდილობ ვიცინო, არ მოვდრიკო ეშმას წინ მუხლი,
ხან ნაცარს მაყრის, ხანაც მაწვდის შხამის ფიალას,
მაგრამ არ მინდა, რომ მამჩნევდეთ სევდას და წუხილს
და როცა ვტირი, ვიშველიებ ღიმილს ნიღაბად.
-------------------------------
სიზმარი
სურვილი მაქვს დავებნიო დედას გულზე
ვარდის კოკრად ანდა ველის ყვავილად,
მოდიოდნენ ზღვა პეპლები ნექტრის სუნზე,
რომ გაფრინდეს ცაში უფრო ადვილად.
მსტუმრებია ამ ღამითო, - თმებს მვარცხნიდა,
ოქროს ღერი დაეყარა მუხლებზე,
მოსულიყვნენ ანგელოზნი ზეკარიდან,
მზრუნველები აქაურთა სულებზე.
სურვილი მაქვს დავებნიო დედას გულზე
ვარდის კოკრად ანდა ველის ყვავილად,
მოდიოდნენ ზღვა პეპლები ნექტრის სუნზე,
რომ გაფრინდეს ცაში უფრო ადვილად.
მაია დიაკონიძე

პოეტს!

 ჩემს სულის ჩიტებს, როგორც მარტებს 

შენკენ ვაფრენდი,
გამიმარტივდა ეს ცხოვრება, 
მინდა რომ  გითხრა,
მე წელი მქონდა აღმაფრენის, 
ზრდის და მატების,
და შენს სხივებქვეშ მინდა ვიდგე 
ბოლომდე დიდხანს.

თუ კი რომ მომცემ ამის ნებას, 
არ გამიწყრები,
იქნება შევძლო სიკვდილისაც 
გადავადება,
სულის საგზალი მომაწოდე 
ლექსად მცირედი,
მე ბულბულივით დავიღვრები 
სერენადებად.

Thursday, September 19, 2024

მინიმა, ზოგ კაცს მკერდს უნგრევს...

 ზოგ კაცს მკერდს უნგრევს ძუძუს კერტები,

ზოგსაც შუბი და ზოგსაც ისარი,

ონისემ დათმო სულთა ედემი,

ჭკუას ჩვენ ნეტავ როდის ვისწავლით.


მიძღვნა ელგუჯა ციგროშვილს მისი ლექსის " ემიგრანტის ფიქრები" - პასუხად...

 ვუძღვნი ელგუჯა ციგროშვილს მისი ლექსის " ემიგრანტის ფიქრები" -

პასუხად...
ღმერთი გფარავდეს
დიდი მგოსანო,
ცრემლი მადინე
ამ შენი ლექსით,
დაბრუნდები და
დაგხვდება კიდეც
ბებერი მუხა
უკვდავი ფესვით!
გ ა ს ა გ ე ბ ი ა
დრო- ჟამი ჩქარობს,
არავინ ვიცით
მოგველის ვის რა,
ეს ლექსი თითქოს
მომარტყი ტყვიად,
შენი წუხილი
დამაწვა ნისლად...
შეკარი ბარგი,
ძმაო, იჩქრე!
შენ სხვისგან
ჭკუა არ გესწავლება,
რამეთუ თუ ქვეყნად
ყველაფერი სჯობს
ყ ო ვ ე ლ წ ა მ ი ე რ
სულის წამებას...
17 სექტემბერი 2024წ.

Wednesday, September 18, 2024

არ ჩაიმუხლო, ჩემო ძაღლო!

 არ ჩაიმუხლო ჩემო ძაღლო, გამომყევ გვერდზე,

სამშვიდობოზე გასვლა ახლა გვწყურია ძლიერ,

მგლების ხროვაში დარჩენილნი მშველელებს ვეძებთ,

სანამ კი შევძლებთ დავატეხავთ მგლებს კოჭის ძირებს.


არ ჩაიმუხლო, ჩემო მურა, ვიცი, რომ შეგწევს

მტერთან ბრძოლაც და ერთგულება შენი პატრონის,

ეს კაცებშია რომ ერთგულებს სანთლებით ვეძებთ

და მივტირივართ იმ ძველ გმირებს: ,,ვახ, დრონი, დრონი".


მე ვენაცვალე შენს გულს, შენს შუბლს, შენს ჭკვიან თვალებს,

ახლაც რომ თვალში შემომცქერი, დამიცვა გინდა,

აგერ შორს ვხედავ შენს მეგობარ და ერთგულ ძაღლებს...

ჩვენზე თავდასხმა დაუჯდება მგლის ხროვას ძვირად.








 არაგვზე გელი კლდის პირას,

გავცქერი მაღლა მუხებს,

წყარო იქ მოდის ცხრაპირა,

ის გაგიმაგრებს მუხლებს.

ჩემამდე ჩამოაღწიო,

ერთად შევცუროთ არაგვს,

შენ ჩემო მთების არწივო,

სიყვარულს გჩუქნი მარადს.



Monday, September 16, 2024

ღმერთო გვიშველე! (ხალხურ მოტივებზე)

ღმერთო გვიშველე!
(ხალხურ მოტივებზე)
ფეხ ვერ დამიდგამს მიწაზე,
წყალი დის, ცრემლში იხრჩობა,
ეშმა გადადის ყირაზე,
აქ აღარავინ ინდობა.
ზეცას ავხედე კრძალებით,
ნეტავ, ჩვენზე თუ ფიქრობდა,
მიყურა ისეთ თვალებით,
წამსვე მომინდა გმირობა.
ცისარტელების ნაკადზე
ჩვენ ფიქრებ გადავატარე,
რაც გულში მქონდა, გავანდე,
ღმერთო, გვიშველე, აჰანდე.
მაია დიაკონიძე
16.09.2024 წელი

სიზმარი

სიზმარი
სურვილი მაქვს დავებნიო დედას გულზე
ვარდის კოკრად ანდა ველის ყვავილად,
მოდიოდნენ ზღვა პეპლები ნექტრის სუნზე,
რომ გაფრინდეს ცაში უფრო ადვილად.
მსტუმრებია ამ ღამითო, - თმებს მვარცხნიდა,
ოქროს ღერი დაეყარა მუხლებზე,
მოსულიყვნენ ანგელოზნი ზეკარიდან,
მზრუნველები აქაურთა სულებზე.
სურვილი მაქვს დავებნიო დედას გულზე
ვარდის კოკრად ანდა ველის ყვავილად,
მოდიოდნენ ზღვა პეპლები ნექტრის სუნზე,
რომ გაფრინდეს ცაში უფრო ადვილად.
მაია დიაკონიძე
15.09.2024 წელი

ნინუცა და ჩიტი

 ნინუცა და ჩიტი

პაწაწინა ნინუცას მხარზე აზის ჩიტი,
ასე ხალისიანად სკოლისაკენ მიდის,
შესჭიკჭიკებს, უგალობს, კარგიაო სწავლა,
ღმერთმა მოგცეს პატარავ, შენ ბუნების ძალა.
სკოლას მიუახლოვდა, გაიქნია ხელი,
ჩიტი დაემშვიდობა სულ გალობა-მღერით.
მერხზე როცა ჩამოჯდა, გადაშალა წიგნი,
პირველ გვერდზე დალანდა ის ნაცნობი ჩიტი.
მაია დიაკონიძე
16.09. 2024 წელი

Sunday, September 15, 2024

ექსპრომტი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ექსპრომტი


დარდის ნისლით აგვსებია თვალი,

ცრემლის წვიმით დაგნამვია სახე,

ვინ გატირა მშვენიერი ქალი,

ნეტავ, ცრემლით სულ არ დამენახე.


გაჩენილო მოკაშკაშე მზისთვის,

რად გერგუნა სახე ცრემლით ალტო,

გასამეტო მხოლოდ  კაი ყმისთვის,

რატომ დახვალ, ჩემო კარგო, მარტო.

ელგუჯა ციგროშვილი

თესალონიკი,
27.08.1997 წელი

შენამც გქმნა ჩემი წაწალი! (ექსპრომტი), ელგუჯა ციგროშვილი

შენამც გქმნა ჩემი წაწალი!

(ექსპრომტი)


ჩემში რა უცებ ჩასახლდი,

ვფიქრობ, ვინ ხარ, ან ვინ იყავ,

შენი თმის ღერიც მოვტრუსე,

რომ ჩემთან მოფრენილიყავ.


მხოლოდ ოცნებით...ისე კი, 

გულს მემატები ნაღველო,

ვერ გავხსენ მოვის პერანგის

ოქროსღილიან საყელო.


შენ ჩემი ფიქრით აგავსე,

ნურც მე დამტოვებ ცარიელს,

შენამც გქმნა ჩემი წაწალი,

ერთი ნატვრა ჰკლავს ,,არიელს".

ელგუჯა ციგროშვილი

28.08.1994 წელი

,,მარიამობა"




ელგუჯა ციგროშვილი, სურათისა და ლექსის კომენტარად ლიკა ყიფშიძეს:

 ელგუჯა ციგროშვილი

სურათისა და ლექსის კომენტარად
ლიკა ყიფშიძეს :
1 . შენთან გამითენა ყველა დილა ,
ნეტავ გოგოვ , რა გაქვს საწუნარი ,
ჰომეროსივით ბრმა ყოფილა ,
ვარდს თუ გამჯობინა ეკალ~ნარი .
2 . კერტები ზღუდეებს დალეწავენ ,
აბორგებთ ვნების აგონია ...
თუ შენი ფასი ვერ გაიგო , ~
ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია !
ელგუჯა ციგროშვილი .
13 . 09 . 2024 წელი .

არაგვო!

არაგვო!


 რომ გიყურებ, ვთამამდები, არაგვო,

ჩემთვისაც ხომ  წერე ნაზი ლექსები,

სიყვარულზე მინდა გელაპარაკო,

შხეფს მესვრი და მგონია, მეფერები.


შენს ნაპირზე სულს მოვითქვამ მაშვრალი,

კლდეც მიღიმის, შენ რომ დაგიღარია,

კალაპოტი არ მანახო დამშრალი,

რომ მაცოცხლებს, შენი ნიაღვარია



Saturday, September 14, 2024

ჩემს თავთან საუბარი

 ნეტამც რას სჯღაბმი, მაიავ,

ერთი ეგ მაინც ვიცოდე,

ლექსი კლდე არის სალია,

ზემოთ თუ ახვალ, იცოცხლებ.

ქარაფი არის, უფსკრული,

კლდიდან მხტომარე მდინარე,

სიცოცხლე თუა ხან კრული,

პოეტობა რად ინატრე.


ნუ ენდობით კაცებს! კომენტარები ბაღათერ არაბულის, მარიზა ჯიქიას

ნუ ენდობით კაცებს!
დღეს უყვარხარ და გაღმერთებს,
ხვალ სხვაგან ჰყოფს საცეცს,
ბევრი რამ რომ არ ინანოთ,
ნუ ენდობით კაცებს!
სულს მისცემ და გაგიყიდის,
ოქროს ნეხვად აქცევს,
მოღალატე არის იგი,
ნუ ენდობით კაცებს!
ვარდნარებში გაგიტყუებს,
მიგატოვებს გზაზე,
დაგპირდება და გიმტყუნებს,
ნუ ენდობით კაცებს!
მაია დიაკონიძე
13.09.2024 წელი

პასუხი მაიას:
კაცი ბუნებით მოღალატე დუალისტია
და ერთგილება უმეტესმა სულ არ იციან.
მას ხომ ლიდერის სტატუსი აქვს,ოჯახში, ვიცით...
ალბად ნაკლებად ეხსომებათ დადებულ ფიცის...
ქალებს კი მხოლოდ ერთგულება გვასწავლეს ოდეს...
რომ ოჯახია სიწმინდე და თუ გვინდა ვვქონდეს,
კაცის ღალატიც ავიტანოთ და უხეშობაც,
ზოგი სიყვარულს დავაბრალოთ და უბედობას.
ყველაფერი კი ფსიქოტიპში იღებს სათავეს...
ან შეეგუე, ან გაშორდი და გაათავე!
(ექსპრომტი). მ.ჯ.

Bagater Arabuli
მოღალატე არვის უყვარს,
რა თქმა უნდა, არც მე;
მაგრამ ყველას ნუ გარიყავთ,
ენდეთ ნამდვილ კაცებს!..






Friday, September 13, 2024

ელგუჯა ციგროშვილი, სურათისა და ლექსის კომენტარად ლიკა ყიფშიძეს:

 ელგუჯა ციგროშვილი

სურათისა და ლექსის კომენტარად
ლიკა ყიფშიძეს :
. შენთან გამითენა ყველა დილა ,
ნეტავ გოგოვ , რა გაქვს საწუნარი ,
ჰომეროსივით ბრმა ყოფილა ,
ვარდს თუ გამჯობინა ეკალ~ნარი .
2 . კერტები ზღუდეებს დალეწავენ ,
აბორგებთ ვნების აგონია ...
თუ შენი ფასი ვერ გაიგო , ~
ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია !
ელგუჯა ციგროშვილი .
13 . 09 . 2024 წელი .

სატრფიალოებიდან, მინიმები

 სატრფიალოებიდან

გული ფირუზით ამივსე,
ია- ვარდით და ფიცით,
შენ სიყვარული სხვაგვარი,
მითხარი, თუ კი იცი.

*************
სად არ ვიყავი, მუდამ გულით
დაგატარებდი
და სიყვარული, როგორც კაბა,
ტანზე მემოსა,
ირეკლებოდა, ვით შუქურა
შენს ლურჯ თვალებში,
და მე ვხედავდი აღმაფრენას
ნაზ ანგელოზთა.
მაია დიაკონიძე
11.09.2024 წელი

ეგ თვალები

ეგ თვალები ბნელ ღამესაც მინათებდა,
როცა წმინდა და უმანკო ჩანდი,
მე მეგონა გულს მახვევდი ხვიარებად,
ჩემთვის მღერდა შენი ლაღი ჩანგი.

ჩამობნელდა, ახლა მთვარე მომდევს გვერდით,
ვით პატარას, გამინათებს ტატნობს,
ხელებს მიწვდის და მამშვიდებს დედის მკერდით,
რომ არ ვიგრძნო ჩემი თავი მარტო.

Wednesday, September 11, 2024

კაფია, ელგუჯა ციგროშვილი, რომელია უკეთსი, შავგრემანი ქალი თუ ქერა?!

 ელგუჯა ციგროშვილი

ექსპრომტი .
აუქციონს რატომ აწყობთ
და გულსა სტკენთ
ტურფებს ამით ?!
ორში რაა ასარჩევი , ~
ერთი დღისით ,
ერთი ღამით !
ელგუჯა ციგროშვილი .
11 . 09 . 2024 წელი .

ელგუჯა ციგროშვილი, სალაღობო, კაფია სოფოს (ფშაურ კილოზე)

 ელგუჯა ციგროშვილი

სალაღობო კაფია სოფოს .
( ფშაურ კილოზე .)
1 . შემოდგომაა ,
მწვანე ფერი ,
თან~თან ბაცდება ...
ჭიქას თუ დაცლი ,
ფეხქვეშ მიწა
დაბარბაცდება .
2 . გზა ცხოვრებისა ,
მოლიპული ,
ხშირად სველია ,
მაგრამ შენი გზა , ~
მაინც შენი
გასავლელია !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
10 . 09 . 2024 წელი .

Monday, September 9, 2024

სახუმარო, მინიმა

სახუმარო
ჩაიხანა, ყავახანა,
სულ სხვა ერა, სულ სხვა ხანა,
ტონუსს გვაძლევს ზელიფხანა,
ჯერ ადრეა გულის ფხანა.
მაია დიაკონიძე
8.09.2024 წელი

,,ძაღლის თავი სად მარხია?!"

,,ძაღლის თავი სად მარხია?!"
საუკუნის ახლის ითქვა,
ჯერ ვერ ვხვდები მიზანს მზიანს,
სულ მაწვალებს ერთი კითხვა,
,,ძაღლის თავი სად მარხია?!"
გადავლილა ყველგან ჯაგი,
უპატრონო სამარხია,
აღარ შემხვდა კაცი მარგი,
,,ძაღლის თავი სად მარხია?!"
სიცრუე და ორპირობა
ადვილად დასანახია,
გატეხილი ჩანს პირობა,
,,ძაღლის თავი სად მარხია?!"
ჰე, ძალებო, ზესთა-ზეთა,
განა, ტყუილი ამაგია,
ზარებს ჩამოჰკარით მცხეთას,
,,ძაღლის თავი სად მარხია?!"
მაია დიაკონიძე
8.09.2024 წელი
ფრაზა – „ძაღლის თავი სად მარხია“, როცა საიდუმლოებით მოცული ამბის ამონახსენს ვეძებთ, ვცდილობთ მის გამოცნობას .

მინიმა

 სიცრუე ისმის ლექსის ტონებში,

როგორც წკრიალი ყალბი მონეტის,
თუკი მოხსენი სოფლად ჯეკპოტი,
სულსაც მოუწყვე მცირე რემონტი.
მაია დიაკონიძე
7.09.2024 წელი

Sunday, September 8, 2024

შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა" (ეძღვნება აკაკი წერეთელს)

 ამ ლექსს ვბედავ და აკაკი წერეთელს ვუძღვნი

შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა"
ეს რა ხელით შეგქმნა ღმერთმა,
მიწანწკარებ მზისა თვალად,
ყველა ფერი ბრწყინავს ერთად,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
დამიამებ ყველა ტკივილს,
გიმზერ უკვდავების წყალად,
ძარღვში როგორც სისხლი მივლი,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
წყურვილს ყვავილს დაუოკებ,
უკვე ხნის ხარ მათუსალას,
ვერ გვიმეტებ სახრიოკედ,
შენ წყარო ხარ ,,ნაპერწკალა".
მაია დიაკონიძე
8.09.2024 წელი

Saturday, September 7, 2024

თავზე ჯიღები დაიდგეს!

 თავზე ჯიღები დაიდგეს!


თავზე ჯიღები დაიდგეს,
დედოფლების და მეფეთა,
და ჰგვანან იმ მეხამრიდებს,
ელვა რომ შემოეფეთათ.
დაფრთხნენ, დაკარგეს ხალისი,
ლექსთა წერის და მღერისა,
უცებ დაუდგათ დაისი,
სინათლეც აღარ ეღირსათ.
ნუ მიითვისებ სხვის სახელს,
სხვის საქმესა და დიდებას,
წუთისოფელი შენც გამხელს,
ცხვირში ძმრად წამოგდინდება.
მაია დიაკონიძე
7.09.2024 წელი

Wednesday, September 4, 2024

შემოდგომა

 შემოდგომა

შემომპარვია მეც შემოდგომა,
მზესავით წითელ-ყვითლად ვენთები,
სახეზე, თმებზე, ხელზე მატყვია
ვაშლის და ატმის ანარეკლები.
აგერ ფაცურობს ვენახში ცუგა,
არ დამიჯერებთ, ყურძენი მოაქვს,
შენც გასინჯეო, გაჰკარი კბილი,
იმ ჯიშისაა, შენს ბაღში როა.
ჩაშაქრულ მტევანს ვართმევ პირიდან,
მადლს ვუძღვნი ამა სამყაროს გამჩენს
და ვემზადები უკვე დილიდან,
წაბლს მივეშველო, დიდ პირს რომ აბჩენს.
ხარხარებს ჩხიკვი აქ სადღაც ტყეში,
კრიახობს კრუხი, წიწილებს ითვლის,
ამ შემოდგომის უზღვავი მადლი
კვლავ მაჭარივით ძარღვებში მივლის.
მაია დიაკონიძე
4.09.2024 წელი

პოეტი კაცი!

პოეტი კაცი!
პოეტი კაცი, ამ სამყაროს
დროის ბორბალი,
ხან კერპებს იხმობს წარსულიდან
გაიმის, გაცის,
როცა ვერაფრით ვერ წყნარდება
სული მბორგალი,
იქ ვარსკვლავეთში მეტეორთა
სუფრასაც გაშლის.
ევნება ასჯერ ქრისტესავით
ჯვარს და სალოცავს,
მხოლოდ ლექსებში თუ იპოვის
ხსნასა და საშველს,
პოეტი კაცი, უხვად გასცემს
მადლს და საბოძვარს,
რომ ამქვეყნიურ და კოსმიურ
სივრცეებს გავცდეთ.
მაია დიაკონიძე
4.09.2024წელი

Tuesday, September 3, 2024

სევდა

სევდა
მალე ზამთარიც მოვა,
სულს გამითეთრებს თოვლი,
გარეთ იდგება თოვა,
პერანგს ჩამაცმევს მოვის.
გულზე დამკიდებს ზარებს
გზააბნეული ცხვარის,
ყინვა გამოცდის ძალებს,
ნათელს დამადგამს მთვარის.
მაია დიაკონიძე
3.09.2024 წელი


Sunday, September 1, 2024

შენ, სამშობლოვ! (პატრიოტული)

ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული სამშობლოა!
შენ სამშობლოვ!
რაღად მინდა მე სასმისი
ღვინით სავსე,
თუ კი უკვე მთვრალი ვარ და
შენთვის ვკვდები,
გავეკვრები მე, სამშობლოვ,
შენთვის ჯვარზე,
აღმადგინე, გამომასხი
მერცხლის ფრთები.
გადავუფრენ კლდეებს
მზეზე გაფენილებს,
სადარაჯოდ რომ ჩამდგარან
მოწიწებით,
გვირილები ამოსულა
ქვაფენილზე,
აგვისტოა და გულუხვად
თოვს წიწვები.
ამ ბუნების შემხედვარე,
გავცოცხლდები,
წყაროს წყალი უკვდავებად
დამედინოს,
ზეცას შევთხოვ სასოებით
და ლოცვებით,
შენ, სამშობლოვ, არაფერი
არ გვეტკინოს!
მაია დიაკონიძე
31.08. 2024 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტელეფონი გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Sofio Chelidze, ლიკა ფარცვანია და 13 სხვა პიროვნება