Sunday, August 6, 2023

მხრეჩამოყრილნი დგანან მთები (შოვი)

მხრებჩამოყრილნი დგანან მთები!

მხრებჩამოყრლნი დგანან მთები, მთები ალმასის,
ტირიან სიტყვით ძველქართულით, სულხან-საბასი,
კიდევ რამდენი ჩაიმარხოს უნდა ქართველი,
ნუთუ არ გყოფნის, ჩემო მიწავ, მსხვერპლი ამდენი?!.
მთები დამარხულ ჩვენს საგანძურს, - ქართველთ, ტირიან,
საჯიშე ბიჭებს და გოგოებს, ლამაზ-პირმზიანთ,
ტირიან მთები, მოუხდიათ თეთრი ქუდები,
რატომ ვერ ძღება ნეტავ შვილი ჩვენი უძღები?!
მგლოვიარენი მუხლზე ხელებდაწყობილები,
თავს მწუხარებით დაბლა ხრიან შავი ნისლები.
მაია დიაკონიძე
5.08. 2023 წელი








No comments:

Post a Comment