როცა შენ დაგინახავ!
ხელისგულზე კარგს მამცნობს ბედისწერის ხაზები,
გულს მიხარებს, რომ არ ხარ ჩემით განაბრაზები...
ჰარმონიის ჩიტები სულში ნაზად გალობენ,
ვნებით სავსე შემომხვდი, კოცნაც მომიმწყალობე.
აზარფეშას ავივსებ, სიყვარულით შეგხარი,
თითქოს შენი
ტუჩიდან შევსვი ახლა ნექტარი,
თითქოს წყალს დავეწაფე უკვდავების წყაროდან,
თითქოს პური ვიხმიე საცხოვნებლად კალოდან...
ტალღა და ნაპირი
როგორც ფუტკარს...
მინდა, მარად დავრჩე შენთვის
ლამაზი და სასურველი,
როგორც ფუტკარს, თან მიგქონდეს
ჩემი ყვავილების მტვერი...
და ვით მწყემსი, ცხვრების ფარას,
მუდამ ფხიზლად მდარაჯობდე,
შენს თვალებში ცისკრის ვარსკვლავს,
პირგაბადრულ მთვარეს ვჯობდე.
ჩვენს სიყვარულს ადარებდე
გაზაფხულის პირველ ქუხილს,
ფართო მხრის ქვეშ შემიფარე,
ამარიდე დარდს და წუხილს.
ოქროს თევზად მეგულები,
ერთი რამე მინდა გთხოვო,
შევაერთე მე გულები, —
წუთითაც არ მიმატოვო!
7 . 08 . 2023 წელი
როცა სიკვდილშიც ეძებ რაღაცას!
შენ რომ გიყვარვარ, კი ვიცი,
,,მიყვარხარ", – ამბობს გული;
სანთლად ავინთოთ ეს ფიცი,
პარნასის მთაზე თქმული.
აპოლონს შესცქერს ამური,
ჩანგს სწყდება ნაზი ბგერა,
ყურს ატკბობს ხმა საამური,
ცხრა მუზის გულის ძგერა.
დაუდეგარი ოცნება
მალე შეაღებს იმ კარს...
სადაც მეტყვიან: – მიყვარხარ!
და მეც ვეტყვი, რომ – მიყვარს!
მაია დიაკონიძე
5.09.2023 წელი
გზაზე ჰკიდია წითელი კაბა,
გავიდა უკვე მრავალი წელი,
ჩემ გასაკვირად და საცნაურად,
იმას არასდროს ეცვლება ფერი.
ბრწყინავს, კაშკაშებს თაკარა მზეზე,
ლამაზი, როგორც პერანგი გველის,
იმედს იძლევა, როგორც შუქურა,
ნავსაყუდელი პატარა გემის.
ნეტავ თუ ელის ის თავის პატრონს,
ან შეყვარებულს, შორიდან ელის,
გზაზე ჰკიდია წითელი კაბა,
მას არასოდეს ეცვლება ფერი.
მაია დიაკონიძე
06.2023 წელი
სიცოცხლის წყურვილს!
გაზაფხული რომ შემოვიდა, გამათამამა,
თეთრი ყვავილი დამაბერტყა,-- ზეცის მანანა,
შენ, ჩემო სულო, გავიფიქრე, არ კვდები ჯერაც,
მაშინ უსმინე ჩიტთა ჭიკჭიკს, ბუნების მღერას.
რა საჭიროა სიმწუხარეს რომ მისცე თავი,
როცა სავსეა დედამიწა დილის ცვარ-ნამით,
ან კაცთა მოდგმას შენგან რაღა დაეწუნება,
რამე არ მოგწონს?! ასეთია კაცის ბუნება!
აბორგებული ოკეანის უსმინე სუნთქვას,
და ალიონზე მზეს შეხედე, იმედად სულთა.
გაზაფხულზე ვაზს ჩამოსწმინდე მირონი ცრემლი,
შემოგძახებენ სასოებით წინაპართ ძვლები.
დედო ფურისას გადახედე თეთრ, სავსე ჯიქნებს,
სიცოცხლის წყურვილს თვალხატულა შვლის ნუკრიც იჩენს,
და მთაგრეხილებს შეულოცე ბერი მთებისას,
კურთხეულ ნაბიჯს რომ ინახავს ჩვენი მეფისას.
დადიოდა და დიდთა მთებთა გაჰქონდათ დრეკა,
ზარი ისმოდა, ზარი რეკდა ყაზბეგს და მლეთას,
შენი ფეხითაც გაიარე, მიეც
დასტური,
რომ ისევ ყვავის, იწურება ალადასტური.
იცი, არსებობს სიკეთე და
ღვთის მადლი ქვეყნად,
მიართვი უფალს შენი გული თასივით ძღვენად,
რომ მან შეავსოს სიყვარულით შენი მოყვასის,
არაფერია სუფთა გულის ქვეყნად ტოლფასი.
სიზმარში ვნახე
სიზმარში ვნახე, მინდორზე
ჩვენ მივდიოდით ერთად,
შენ გეცვა ლურჯი პერანგი,
მეც ლურჯი კაბა მეცვა...
ქარმა წამიღო ცისაკენ,
შენ დაბლა დარჩი ველზე,
ავგაროზივით გამომყვა,
შენი ნაკოცნი ყელზე.
დამისიზმრე!
დამისიზმრე, წინ ღამეა გრძელზე გრძელი,
გავხდეთ მსხვერპლნი, ჩვენც ამურის ვნების ისრის,
დამისიზმრე, იქ გავიყოთ სარეცელი
და თუნდაც ქოხს სახურავი ჰქონდეს ისლის.
დამისიზმრე და იმედი გქონდეს ხვალის,
შენი ქალი ვიქნები და შენი ვნება,
დამისიზმრე და მიენდე გუმანს ქალის,
რომ სიზმარი უცილობლად აგვიხდება!..
ნათელი წერტილი
შენ ჩემი სულის ხარ ნათელი წერტილი
და უსასრულობის სასრულში მიგყავარ,
შენ მეტყვი. ამ ღამით უთუოდ მოდიო,
მეც მოვალ, რომ გითხრა, თუ როგორ მიყვარხარ!..
ამ ღამით დედოფლის მოვირგე მე როლი,
შენ კიდევ ზევსი ხარ, ქალწულებს გზას უბნევ
და თუ კი ცხოვრებამ დამწვა და მიმნავლა,
ვიცი, რომ მეორე სიცოცხლეს მაჩუქებ.
მე შენი სუნთქვით ავივსე!..
(ხალხურ მოტივებზე)
მე შენი სუნთქვით ავივსე,
სისხლი სავსეა ჟანგბადით,
შენ გული გამიხალისე,
სიტყვა მითხარი ათასი!..
თბილი, პირიმზეს მამსგავსე,
ავყევ მთებისკენ მოლებსა,
ვაჟო, ეგ შენი თვალები,
სილურჯით შემაღონებსა!..
ყველა ღიღილო დავკრიფე,
მივეც ნაბდისა მქსოველსა,
მოგახვევ, ჩემნი ყვავილნი
მოგიმატებენ ღონესა.
შენა ხარ ჩემი სინათლე!
მე შენი სიყვარული ვინატრე,
არ ვიცი, რა და როგორ გითხრა,
შენა ხარ ჩემი სინათლე,
ჩემი ვარძია და ნიკორწმინდა.
შენა ხარ მყინვარის სისპეტაკე,
გული გაქვს სუფთა და ხალასი,
ოდესღაც ღადარში ცეცხლი ჩადეს,
მეც იმ ნაპერწკლიდან ავალდი.
"მიყვარხარ", არ ვიცი, როგორ გითხრა,
გული გაქვს თოვლივით სპეტაკი,
შენა ხარ ჩემი ნიკორწმინდა,
მე შენი დასაკრეფი ვენახი.
განა ასაკს ვმალავ?!
მაღლა მთიდან რომ უბერავს სიო,
და ეხება შენს ტუჩებს და თითებს,
შენ ჩემთვის დილა ხარ!
შენ ჩემთვის დილა ხარ, აისი ნათელი,
მზე ხარ და ველებზე სუყველა ყვავილი,
როგორც ჩიტს პატარას ბავშვივით მოგელი,
დამარცხდეს ჯანღი და გაბრწყინდეს არილი.
ზოგჯერ სურვილებსაც უხდება ახდენა
და მალე დაგლანდავ ფანჯრების მინაში,
კორიდა, ტორერო, ბრჭყვიალა არენა,
კოკრების გაფურჩქვნა, ვით "ვარდი სილაში".
მერე კი, მერე კი, არ ვიცი, რა არის,
მე დასაბამი და შენა ხარ სასრული,
ამ წრედში რადგანაც გიჟივით ჩავებით,
გვიჭვრეტს მომავალიც, აწმყოც და წარსულიც.
ეჰ, რა უწყალო ყოფილხარ!
(ხალხურ მოტივებზე)
რადა ხარ ასე უწყალო,
გინდა რომ წყალმა წამიღოს
და მიმცეს ლეთას, იქნება
დავიწყების წყალ დავლიო.
ვერ გავიხსენო შენი ხმა,
შენი ხელები, ღიმილი,
ეჰ, რა უწყალო ყოფილხარ,
ვაგლახ, მწყურია ტირილი.
რადა ხარ ასე უწყალო,
გინდა მეწყერმა წამიღოს,
გადამავიწყოს ყოველი,
ლეთას წყალს გადამარიოს.
ვერ გავიხსენებ შენს ხელებს,
შენს ღიმილს ოდნავ სევდიანს,
ეს რა უწყალო ყოფილხარ,
ვაგლახად მომნატრებიხარ!..
შენი მუზა ვარ
მე შენი კალმის მონასმი ვარ, შენი მუზა ვარ,
შენი სტრიქონი, შენი სიტყვა, შენი ბგერები,
შენთვის ვცოცხლობ და შენს ლექსებშიც მუდამ ვიცოცხლებ,
შენი თვალებით, დატბორილით, მე მეფერები.
მე აფრენილი მწვერვალი ვარ, მაღლა არწივი,
ჩანჩქერიც მე ვარ, წყალვარდნილიც, გრემიც, ვარძიაც,
მე ყველგანა ვარ, ყველაფერში, ყველა ძელქვაში,
ამ ქვეყანაზე ძვირფასი თუ რამ გაგაჩნია.
შენ ჩემი მზე ხარ!
შენ ჩემი მზე ხარ, ვარსკვლავები, მთვარე ნათელი,
ლურჯი ზეცა ხარ, დანთებული თაფლის სანთელი;
შენ ჩემი ზღვა ხარ, ხან მშვიდი და ხანაც მძვინვარე,
მთები ხარ, თეთრი, ჩამოსული კლდიდან მდინარე;
ჩემი სიტყვა ხარ, ჩემი ლექსი, ჩემი ბგერები,
მუდამ გეტრფი და წრფელი ლექსით სულ გეფერები;
შენ ატლანტიც ხარ, ცის თაღი რომ უჭირავს მხრებით
და უფრო მეტიც, უკვდავებას მაწოდებ პეშვით!..
მჯერა
ო, როგორ ლურჯად დაინისლა მთების ქედები,
დაფენილ ნისლებს მოვაყოლე ტაატით მზერა,
გაარღვევ ბურუსს, ტყუილად არ მეიმედები
და უსათუოდ ჩემთან მოხვალ, ბალღივით მჯერა!..
ქალწულად მოვალ! ტკბილი ფიქრივით ლაღად ავხდები და ჩემი ნახვით ნუ გაკვირდები... შენ სიყვარულით სავსე დამხვდები,
თვალებს აგივსებ ცელქი კვირტებით.
ქალწულის თეთრი კაბა მეცმევა და თეთრ ყვავილთა მერქმევა თოვა, ზეცას მისწვდება ხოტბა-შექება, თვით გაზაფხული ქორწილში მოვა. შენ თავზე ისე შემომევლები, როგორც ნიავი, თბილი და ნაზი... ბედნიერებით ანაცრემლები, ჩაგეკონები, ვით უსრვაზი!
მაია დიაკონიძე 17 . 07 . 2022 წელი
ევა ადამს საუკუნეების მერე!
ჩემი ოცნება ხარ, უსასრულო ფიქრი,
კოსმოსიც კი ვრცელი ამ გრძნობებს ვერ იტევს,
მონატრება დიდი საუკუნეთ ითვლის
და გასცდება ყველა სამყაროს და სივრცეს.
ველოდები იმ წამს, როცა შეგეყრები,
მზე ჩამოვა დაბლა, ჩვენ რომ შემოგვხედოს,
დავიუნჯებთ ზეცას სიყვარულის ფრთებით,
შენთვის ვარსებობდი, ჩემო ერთდადერთო!
მაგ თვალების საფირს განა რამე მიჯობს?!
ოკეანის, ზღვების შიგნით ვხედავ ტალღებს,
მიყვარხარო, თქმაც კი, როგორ გაგიბედო,
ჩაგეკვრები გულში ამ ცხოვრებით ნაგვემს.
ზღვის და მთების ნაზავს, მომაგებებ ნიავს,
სალუქ კანზე ვნებით, ნაზად შემეხები,
და წამოვა ციდან მანანების წვიმა,
ადამი და ევა, ისევ შევერთდებით.
მოწყვეტილო ციდან, ვარსკვლავო და მზეო,
შენ ამშვენებ სულით ამ სამოთხურ მიწას,
ტალახი და ჭუჭყი შენ ვერ შეგეხება,
ღმერთი შეგეწევა წყაროსავით წმინდას.
სიცოცხლე რაა ნეტავ?!
No comments:
Post a Comment