Wednesday, April 26, 2023

მინდა შევიგრძნო (პატრიოტული)

მინდა შევიგრძნო მიწის სიმყარე,

სამშობლოს მიწა ჩემი ფარია,

და მერე თუნდაც კენჭი მიყარეთ,

ვიცი, სიკვდილი  არ ახალია.

და ჩვენი გზაა ფერიცვალება,

გარდავიქმნებით კლდე-ლოდებ-ტინად,

ჩავიხერგებით ბარიკადებად,

ქვეყნის მცველებად დავიდებთ ბინას.

ნუ მისცემთ თქვენს ძვლებს სხვათა საძვალეს,

აკვანს დაგირწევთ მშობელი მიწა,

თორემ თუ კიდევ ცოტა ვაცალეთ,

გადაიქცევა ეს ქვები ქვიშად.

26.04.2023 წელი









No comments:

Post a Comment