სატრფიალო პოეზიიდან:
მეუბნები!მეუბნები: - დაგიკოცნი
სირინოზის მკლავებს,
ვა, თუ ე მაგ ლამაზ სიტყვებს
ტყუილად ქარში აბნევ,
არ მეღირსოს ოცნებების
ასრულება სულ მთლად,
და ვერ ვიგრძნო მე ახლოდან
შენი თბილი სუნთქვა.
მაგრამ თუკი უცილობლად
ამისრულდა ნატვრა,
და სხეული მომლოდინე
შენი ვნებით დათვრა,
ავივსები, როგორც თასი
უკვდავების წყალით,
და ტალღებად მოვასკდები
სიყვარულის ნაპირს.
მაია დიაკონიძე
4.01.2023 წელი
No comments:
Post a Comment