Tuesday, January 31, 2023

ემიგრანტს! (ბატონ ელგუჯა ციგროშვილს)

ემიგრანტ ელგუჯა ციგროშვილს!


 შენ ეტრფი მთებს და მჩქეფარე არაგვს,

მათ სიყვრულით დაგშანთა ღმერთმა,

ფირუზის თვალებს ნისლებში მალავ,

სულ გენატრება ქართული ზეცა.

როცა ბაღებში ყვავილებს ხედავ,

მამულის იას მიაგებ თაყვანს,

სამშობლოს სევდა თან დაგდევს ყველგან,

არაგვის შხეფი თილისმად გაგყვა.

მაია დიაკონიძე

31.1.2023 წელი



No comments:

Post a Comment