Thursday, December 15, 2022

პატარავდება ჩვენი მიწა!

პატარავდება ჩვენი მიწა!
პატარავდება ჩვენი მიწა
და ჩვენც უღმერთოდ ვპატარავდებით,
გვაკლდება სულში დედის ნანა,
მუხის აკვანთან ტკბილად ნამღერი.
ცამ ვარსკვლავებით თითქოს ფეხი
შემოიკეცა, ნაწილსღა ვხედავთ,
და მთვარეც ჩვენი რომ გვეგონა,
აღარ გვაცილებს ბილიკზე მეტად.
შეგვიცოტავდა სიყვარული
ჩვენი მიწა-წყლის, ღმერთის, მოყვასის,
და თუ ჩვენ ჩვენი აღარ გვინდა,
გაიჯაგება გზანი მონასტრის!
მაია დიაკონიძე
15.12.2023წელი

No comments:

Post a Comment