Sunday, October 3, 2021

რომ მიყვარხარ (პატრიოტული)

რომ მიყვარხარ, საქართველოვ, იცი, 
ბადრო მთვარევ, ყვავილების მზეო,
მწვანე მოლზე იალაღობს კვიცი,
ერთად უნდა გავიტანოთ ლელო.
გაიზრდება, ცეცხლისმფრქვეველ მერნად,
მოშურნე ვერ ჩაუდგება კვალში,
გავფრინდებით ჩვენ ზეცაში ერთად,
უკვდავების მწვანე რტოებს გავშლით.
.

No comments:

Post a Comment