Friday, September 24, 2021

არ გეგონოს (სატრფიალო)

 არ გეგონოს რომ გადაგივიწყო, 

ჩემი ოცნების ლურჯო ფრინველო,

უნებურად რომ ძილ-ბურანს მიმღვრევ,

იქნებ,სიზმარში მოსვლაც ინებო.

ჩემს სასთუმალს რომ ეწვიო ნათელს,

მოსიყვარულე კამკამა მზერით,

დაე, ზღაპარი ცხადშიაც ახდეს,

მე შენი ლედა, შენ ჩემი ზევსი.

მინდა შენს მკლავზე მეძინოს მუდამ,

შენი სუნთქვა და ფშვინვა მესმოდეს,

ჩვენს სიყვარულზე დაწერონ მითი,

ყურს რომ უტკბობდეს თვით ანგელოზებს.



No comments:

Post a Comment