ქართველი საბავშვო მწერალი და პოეტი მაია დიაკონიძე დაიბადა ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს. გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში. ის განათლებით ეკონომისტი, პედაგოგია. წლების მანძილზე მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, მიმომხილველად სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. არის ოცამდე სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. წერს ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს. არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, მათ შორისაა, საბავშვო პროზა "ბუკნაჭო", იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, "ჯადოსნური სიმფონია " მისი მეექვსე საბავშვო წიგნია.
"ბავშვის თვალებით მზე გვიყურებს", ხშირად იმეორებს ავტორი და ამ წიგნში მოთავსებული ლექსებით ცდილობს მზის სხივები კიდევ უფრო კაშკაშა და ელვარე გახადოს.
No comments:
Post a Comment