Monday, January 20, 2020

სიყვარულის მეტობა, ნათლისღება (ერთსტროფიანი)

გილოცავთ ნათლისღებას!
სიყვარულის მეტობა
დამებედა ეტყობა,
მიყვარს მთელი ქვეყანა,
ეს ველი და ეს ყანა.
გაუზომლის ადლითა,
ნათლისღების მადლითა,
გაბრწყინება მენახა,
უყიც იქცეს ვენახად.
მაია დიაკონიძე
19.01. 2020 წელი
უყი - ყამირი, მოუხნავი მიწა

No comments:

Post a Comment