Friday, May 12, 2023

სურათის კომენტარებად( მანჩო პატაშური თმებს ჭრის ჯანინა ხერგიანს სალონში)კაფიაობა, გელა ცოგროშვილი, ჯანინა ხერგიანი, მანჩო პატაშური, ზაირა ნარიმანიძე, ელგუჯა ციგროშვილი

 

Janina Xergiani არის Gela Tsigroshviliა და 
3 სხვა პიროვნებასთან
 ერთად.

მანჩოს და ჯანინას
/ფშაურ კილოზე/
ერთურთს უხდებით,-დებივით ხართ მანდ ემიგრანტებია,
მოგესალმებით,როგორ ხართ,
ჩემიდან მოკითხვებია..
ზოგს თქვენგან ვიგებ,ქსელიდან
სხვაც ბევრი მომდის ხმებია,
აბა გამოტყდით,რა ხდება,
ახალი რა ამბებია?!
ჯანი.უფალი გფარავდეს
დღითიდღე ლამაზდებია,
მანჩო,-ე მაგ სვანს უფრთხილდი,
თუ მანდ დიდხანა რჩებია.
რაღაცა ელექსირს ხმარობ,
მალ-მალ ეზრდება თმებია,
მარტში რომ შესჭერ,მას შემდეგ
ორი გაძაგრა ბებია,
თან მადლობები უხადეს,
აძლიეს პრემიებია..😁😁
პატ.გელა ციგროშვილი
5.05.2023წელი
--------‐--------------- .....
მშვიდობა შენდა ფშაველო,
ღმერთმა დღე მოგცეს მზიანი.🙏
ისე გალიე საწუთრო,
არსაით შაგხვდეს ზიანი.🙏
სულ სწერდეს შენი კალამი,
ლექსები გქონდეს ცვრიანი,
არსით მენახო ჯავრ-ნაჭამ,
სულ იყავი ხალისიანი.🌼
მანჩო პატაშური
----------------------------------------------
აღარ მაქვს მოცლა სვენება აქეთ რა ამბებია,
ვერ მოვიცალე, ძმობილო, კვლავ ახალი მყავს ბებია,
ღმერთმა მიცოცხლოს დომენკა, წასვლისგან ჯვარი სწერია
თვალი არ ეცეს ისეა, გაუქრეს ირგვლივ მტერია,
გაზაფხულის გვცემს სურნელი ცუდი ფიქრები ქრებიან,
მანჩო მე თქვენით მესტუმრა, კარგად რომ შემჭრას თმებია.
ჩვენთან რა უნდა სიბერეს,ქალები შურით სკდებიან, 🤣🤣🤣🙄🙄🙄
რაც თმების შეჭრა დავიწყე მამიკვდა ორი ბებია,
პომპეუსმა რაც ჩვენ გვიქნა ჩვენც შური გვიძიებია,
რომ გამოგვჭიმე ფეისზე ორთავ შეგვესხა ფრთებია.
ჯანინა ხერგიანი
---------------------------------------------
ოჰო, შაყრილან მთის ხალხნი,
კალამთ გაუდით წკრიალი.
წყაროს წყალივით გადმასდით,
შაირ კაფია ღვიანი.
სულ მუდამ გელექსებოდეთ,
მინამ ზეცაში მზე არი.
არ დაგშრობოდეთ მელანი,
ვით ქვევრებს ზედაშიანი,
მამრავლდით, როგორც ზღვას თევზი,
როგორც ცა ვარსკვლავიანი.
ზაირა ნარიმანიძე
--------------------------
Mancho Patashuri შენ მაკრატელი ალესე,
ჯერ აროთ არი გვიანი...
ათასში ერთი ქალია
ჯანინასავით ჭკვიანი
😁
მე მაინც არ ვენდობოდი..
მანდ,შენ ადგილას ჯანისა,
რთულია პროგნოზირება,
ევროპირებულ სვანისა..😁😁
გელა ციგროშვილი

ელგუჯა ციგროშვილი
კაფის პასუხად ჯანინას .
( ფშაურ კილოზე .)
1 . შაგაქეთ ოსტატ~კლიენტი ,
პასუხს მოგიწერთ ხელადა ,
ფშავლებს არ გვიჭირს კაფია ,
არც მე გამამდის ძნელადა ;
2 . ვხედავ , გიქცევავთ ,,ფეისი "
კაფის ბრძოლის ველადა ,
ჰონორარზე კი ბოდიში ,
კრიზისს განიცდის ელადა .
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
12 . 05 . 2023 წელი



 ზოგს თავი ჟანა დარკი ჰგონია,

ზოგი კი მართლაც ჟანა დარკია,

ამქვეყნად ვის რა ბედი ჰქონია,

იმის ვარსკვლავიც ისე ანთია.

ზოგისა ბჟუტავს და ინავლება,

ზოგის კაშკაშებს, როგორც ირისი,

მაგრამ ქვეყანას რა ენაღვლება,

ვარსკვლავთსამყაროს გულისტკივილი

(თუ იკარგება ზოგი ტკივილით).




მზეს! (ხალხურ მოტივებზე)

მზეს !
(ხალხურ მოტივებზე)
მორცხვი ბალახის ღერი ვარ,
აბა, შენ ვინ და მე ვინა...
თუმც შენმა სითბო – ნათელმა
თავი მეც ამაწევინა.
ავყვავილდი და შავივსე
მიწის მადლით და წვენითა,
პეპლებიც დამფარფატებენ
თავზე, ნარნარი ფრენითა.
ცელქ სხივებს მოაქვთ სიცოცხლე,
შენ მოგყავს გაზაფხულები,
ჩვენ აქ რა გაგვიჭირდება,
ვიდრე შენ ცად გვეგულები!
მაია დიაკონიძე
12. 05. 2023 წელი

Thursday, May 11, 2023

და ალვებმა ალმოდებით

 შეჰკიოდნენ მთანი ზეცას, 

რომ მოვქონდი ზარით ქარებს,

თოვლიანი თეთრქუდები 

მდუმარებით მოიხადეს,

დავეხალე, დავეცეცხლე,

ჩავხვეოდი სულ სხვა არეს

და ალვებმა ალმოდებით

ზევით ნაპერწლები ჰყარეს.

მოვითენთე, მოვიღვენთე,

სული ხორცთან რომ გავყარე,

მაინც შენს იმედად დავჩი,

შენს ფრთებისქვეშ შემაფარე.







Tuesday, May 9, 2023

მოგონებებიდან, ხვლიკი, კომენტარებით, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 მოგონებებიდან:

ბავშვობაში ფონიჭალაში ვცხოვრობდით, მტკვრის სანაპიროზე. სანამ მდინარესთან მიხვიდოდი, კლდე უნდა ჩაგევლო, ქვიანი, ცოტა არ იყოს, საშიშიც იყო იქ სიარული, მაგრამ მე რა შემაჩერებდა. ცნობისმოყვარე ვიყავი. ყველაფერი მაინტერესებდა, ამ ციცაბოზე ნელა-ნელა ვეშვებოდი ხოლმე, ბალახებს, ეკლიან მცენარეებს, სხვა იქ არ ამოდიოდა, ვეპორჭყიალებოდი, ვებღაუჭებოდი და ხან წინსვლით, ხან უკანსვლით, მდინარესთან ჩავდიოდი. იქ ერთი ლოდი მქონდა ამოჩემებული, იმაზე დავჯდებოდი და მტკვრის ,,დუდუნს" ვუსმენდი. ფერიც მახსოვს წყლის, იშვიათად იყო სუფთა და ანკარა. მაგრამ მისი ჩხრიალი ყურს მიტკბობდა, ამიტომ დღესაც განსაკუთრებულად მიყვარს წყალი, მორაკრაკე ნაკადულები, ტბები, ზღვები, ოკეანეები თუ მთის პატარა წყაროები, ჭები და მიწისქვეშა წყლები. საქართველო წყლით მდიდარია, სისხლძარღვევებითაა დასერილი მისი სხეული, ის აცოცხლებს, უკვდავებას აძლევს, რომ მარად იარსებოს. მე კი იქ მეგობარი ხვლიკი მყავდა. ჩემს ლოდთან სხვა ლოდებიც ეყარა და სწორედ ერთი ლოდის ქვეშ ხვლიკი ცხოვრობდა. გამოძვრებოდა ხოლმე, აცოცდებოდა იმ თავის ლოდზე, მზეზე თბებოდა. ასე ვუყურებდით ხოლმე ერთმანეთს. მეგონა ზღაპრული ხვლიკი იყო, მზის შუქი შარავანდედივით დაადგებოდა ხოლმე. გუშინ ლექსიც ჩავწერე მასზე:
ხვლიკი
იმ ლოდის უკან ხვლიკი ცხოვრობდა,
მზეზე ბრჭყვინავდა ის ლილისფერად,
და დრო იმ ლოდთან როცა ომობდა,
გვირგვინს იდგამდა ის მზის სხივებად.

მზად იყო ჩემთვის გაეყო გული,
უმანკო სულის მცირე ნაგლეჯი,
და მისრულებდა ყოველგვარ სურვილს,
ძლიერ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი.

მაგრამ დამთავრდა ბავშვობა წრფელი,
ის ხვლიკიც გაქრა, აღარ ჩანს ლოდზე,
მე კვლავ ლილისფერ მეგობარს ველი,
ქარიშალი კი ქარიშხალს მოსდევს.
მაია დიაკონიძე
5.05.2023 წელი

  • ელგუჯა ციგროშვილი
    სახელი არ დაარქვი ?
    ზაფხულობით
    ბებიაჩემთან მერცხლები რომ მოფრინდებოდნენ , სახელებს ვარქმევდი . როცა დავუძახებდი , ხმაურზე მომხედავდნენ და მე მჯეროდა ,
    რომ ისინი სახელის გაგონებაზე მოიხედავდნენ და სიამაყის სიხარულით თუ პირიქით , კანში აღარ ვეტეოდი ...
    ალბათ ბავშვობაში ყველანი კეთილები ვართ და იმიტომაც ვგავართ ერთმანეთს .
    მერე თანდათან ცხოვრება და აუსრულებელი სურვილების სიმრავლე გვაუარესებს და გვაბოროტებს!

Maia Diakonidze
ელგუჯა ციგროშვილი არა, არ დამირქმევია, მაგრამ ჩემი ზღაპრის გმირი თუ გახდა, რამეს მოვუგონებ, მანამდე უსახელო გმირია ჩემი მოგონებების, ისე კი მართლა, რა წმინდა და ალალია ბავშვის ბუნება, სანამ ცხოვრების სირთულეები შერყვნის...

    • ელგუჯა ციგროშვილი
      ცოტა უცნაურობა მჭირს ,~
      ,,გაორებული"ვარ ...
      წინაპრებით და არაგვისპირული წარმომავლობით ,,არა~გველი" ვარ . აღმოსავლური ჰოროსკოპით ~ გველი !
      მინდა , რამით დაგეხმარო და თუ იმ ხვლიკის სახელი უცბად ვერაფერი მოიფიქრე , დროებით ჩემი სახელი დაარქვი , ვიდრე უკეთეს სახელს მოიფიქრებ ...
      ჩემთვის საამაყოც იქნება , ზღაპრის გმირს ჩემი სახელი თუ ერქმევა ! ( ხვლიკი გუჯა !)
    • Maia Diakonidze
      ელგუჯა ციგროშვილი კარგი რა გუჯა, ადამიანის სახელი როგორ დავარქვა ხვლიკს?! გველის წელში რახან დაბადებულხარ, ბრძენიც იმიტომ ხარ.