Tuesday, October 25, 2022

ჩანახატი

 ჩანახატი

სალის სიყვარულში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა და როდესაც პაატამ უთხრა , მიყვარხარო, დაიჯერა. არასოდეს დალაპარაკებია მამაკაცებს, მხოლოდ კლასელებს და ჯგუფელებს. თვითონ შეუყვარდა ერთი, იმანაც არაფერი იცოდა ამის შესახებ. იტანჯებოდა, თავის გულის ნადებს არავის უმხელდა. დაუპატარავდა გული, კაკლის ნაჭუჭივით გაუხდა. დაიჭმუჭნა, დაბერდა მასავით. ახლა კი, როცა უთხრეს, მოყვარხარო, გულმა სიგანეშიც გაიწია და სიგრძეშიც, გადიდდა, სალიც იმ ვარდის კოკორივით გაიფურჩქნა, ზამთარში, ყველასთვის მოულოდნელად რომ აყვავდება ხოლმე, ყველა გაოცებული რომ უყურებს, ნეტავ, ამ სიცივეში რამ გაფურჩქნა და გაალამაზაო. მოვიდა ყინვა, მოაზრო ყვავილი. რა გეგონა, აბაო, გაეცინა ზოგიერთს. დამჭკნარი ყვავილი კი ფურცელ-ფურცელ დაიშალა, მოეფინა თოვლს მისი წითელი ფურცლები, თეთრ თოვლზე დაღვრილ სისხლს დაემსგავსა. იქ ჩავლილმა პატარა გოგონამ წამოკრიფა, , დაენანა, ცივ თოვლში რად ჰყრიაო, სახლში წაიღო, ახლა ჩაის სვამს იმ ვარდისას და ყოველ დღე ისმენს ერთი ქალის სიყვარულის ისტორიას, რომელსაც არასოდეს გაუმართლა.

 მოვკვდი კიდევაც, ასჯერ გავცოცხლდი,

ღმერთმა წაყვანა, რომ არ ინება,

კვლავ დამტრიალებს ზღვა-ქარაშოტი,

ვკვდები, ვცოცხლდები და მეღიმება.

როგორ ვუგანო?! (სატრფიალო)

როგორ ვუგანო მნათობს ცხრათვალას,

გულშიაც მჩხვლიტავს მწარე რაპირით,
არ ენახვება უკვე ავ თვალსაც,
ამკიდებია ფათერაკივით.
და მის მოყოლილ ამბებს რომ ვუსმენ,
და ვეუფლები მის უზღვავ ძალებს,
მიიზლაზნება დღეები დუნედ,
რომ არ ამოდის ის მწველი ცაზე,



მინიმა, მე აღარავის ველი

 მე აღარავის ველი, აღარც არავინ მელის,

გავცქერი ცაში ღრუბლებს, ღმერთის დავეძებ ნუგეშს,
ზოგს საოცარი ფორმით და საოცარი ფერით,
ვამსგავსებ ბავშვობაში ცაში გაშვებულ ბუშტებს,

მინიმა, სხვას გულსა სტკენდე

სხვას გულსა სტკენდე, არც ეს არის დიდი სიძველე,
და სამართალის ამა ქვეყნად დადის ურემი,
როცა შეაღწევ და შეიგრძნობ სულის სისველეს,
თუ დაცურდები, ბედს ნუღარღა დაემდურები.

შემოგცქეროდი უხმოდ,

როგორც პატარა ბავშვი,
შენგან ველოდი ახსნას,
რატომ მათოვს და მაწვიმს.
რად კანკალებენ ასე
ჩემი ხელები ნაზი,
ცრემლის რადა დგას გუბე,
სახე რადა მაქვს ცარცის.
და გაუშლელად ვარდი
რატომ იფშვნება, ანდაც,
რატომ ვერ გავიგონე
მე სიყვარულის ახსნა.
შემოგცქეროდი უხმოდ,
როგორც პატარა ბავშვი
მერე გავფრინდი ცაში,
გულიდან ხომ ვერ წამშლი?!




პოეტს! (სატრფიალო)

ჩემს სულის ჩიტებს, როგორც მარტებს 
შენკენ ვაფრენდი,
გამიმარტივდა ეს ცხოვრება, 
მინდა რომ  გითხრა,
მე წელი მქონდა აღმაფრენის, 
ზრდის და მატების,
და შენს სხივებქვეშ მინდა ვიდგე 
ბოლომდე დიდხანს.

თუ კი რომ მომცემ ამის ნებას, 
არ გამიწყრები,
იქნება შევძლო სიკვდილისაც 
გადავადება,
სულის საგზალი მომაწოდე 
ლექსად მცირედი,
მე ბულბულივით დავიღვრები 
სერენადებად.