Thursday, May 2, 2024

ტყუილს ნუ ამბობ! (შეგონება)

ტყუილს ნუ ამბობ!
(შეგონება)
,,ტყუილს ნუ ამბობ, შეგარცხვენსო",
ანდაზაა ძველი,
გაიძვერად შეგრაცხენო,
კაცობაა ძნელი!
,,ტყუილს მოკლე ფეხები აქვს",
ჩვენს წინაპარს უთქვამს,
შენც არ გახდე, იერემია,
ეშმაკების ლუკმა.
მაია დიაკონიძე
28.04.2024 წელი


მინიმა, ჩამოიბერტყა აპრილმა კალთა

 ჩემს გულში თითქოს რაღაცა ჩაკვდა,

(კვდებიან ზოჯერ სიცოცხლის ხენი),
ჩამოიბერტყა აპრილმა კალთა
და სხვას მიართვა ქათქათა ძღვენი.
მაია დიაკონიძე
29.04.2024 წელი

გამონათქვამები

 მწერალი არასოდეს არ უნდა მოსწყდეს მიწას, გამოჩნდებიან შურდულით ქვის მსროლელნი, ძირს დანარცხება ამ დროს ძალიან მტკივნეულია.

ლექსი მიძღვნა მაია დიაკონიძეს! ავტ. ამირან გოდერძიშვილი

 ,,ჩამოიბერტყა აპრილმა კალთა

და სხვას მიართვა ქათქათა ძღვენი”
მაია დიაკონიძე
*. *. *
დღეს ხომ ისევ აპრილია,
ხვალაც გააპრილდება,
კალთაში რაც ჩაყრილი აქვს—-
ხვალაც იქვე იდება...
ხეტიალმა გადაღალა,
(სხვას არ ღლიდა ლოდინით),
საჩუქრებით გაახარა—-
ზოგი რით და, ზოგი—-რით...
თქვენი წყენა გაუგია,
(დააბრალა სატანას),
....და ბოდიშით თაიგულად
ლექსი გამომატანა.....
გულწრფელი პატივისცემით
ამირან გოდერძიშვილი
29—04—2024 წელი
ბატონო ამირან, ეს ყვავილები თქვ

ნუ შეახოცავ ცოდვიან ხელებს!

ნუ შეახოცავ ცოდვიან ხელებს!
ნუ შეახოცავ გასისხლულ ხელებს
ერს, სიყვარული რომ მოგცა დიდი,
კიდევ სად ნახავ ფირუზის ხევებს,
სად ნახავ, როგორ ყვავილობს შინდი.
სად ნახავ ლურჯ ცას, ან ცას იისფერს,
სად ნახავ ამდენ ვარსკვლავს და მნათობს,
ეს უკვდავების ნიშნად მიიღე,
შენი სამშობლო თავის თავს განდობს.
ნუ გაუმტყუნებ დედას იმედებს,
მიხედე შენს სისხლს, ჯიშსა და გვარტომს,
თორემ სიცოცხლის ბოლო სიკეთედ,
აქ სიკვდილს ყველა ქართველი ნატრობს.
მაია დიაკონიძე
2.05.2024 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მოღიმარი and მაქმანი გამოსახულება
ყველა რეაქცია:
ლია ლევაურელი ჭიღლაძე, ლელა გოგიტიშვილი და 2 სხვა პიროვნება

Wednesday, May 1, 2024

რამდენი ისე წავიდა

 რამდენი ლალი, მარგალიტი ყრია ტრამალზე,

რამდენი კიდევ დაიყრება, სანამ ჩავა მზე,
არავის უკვირს, აქ რომ სისხლი იღვრება ისევ,
საწუთისოფლო ბაღებიდან სატანა გვიმზერს,
რომ გაგვაბრუოს მთვარის შუქზე ოქროს ბრჭყვიალმა,
რამდენი ისე წავიდა, რომ ვერ ეზიარა.
მაია დიაკონიძე
1.04.2024 წელი

ძმა არ გვინდობდა

ძმა არ გვინდობდა
ძმა არ გვინდობდა, ძმა გგვლეჯდა და
ძმავე გვპარავდა,
ალბათ, ამიტომ საქართველო
დაპატარავდა,
ძმას ვით ებრძოლო, როგორ ჩასცხო
სახეში მუშტი,
კაენის არა, აბელის ძეთ
ძალიან უჭირთ.
ძმა არ გვინდობდა, ძმა გგვლეჯდა და
ძმავე გვპარავდა,
ალბათ ამიტომ საქართველო
დაპატარავდა,
მაია დიაკონიძე
1 მაისი, 2024 წელი