Thursday, February 3, 2022

დამიბედე (სატრფიალო, სიმღერა შეასრულა გიული ერგემლიძემ)

დამიბედე!

დილით შენი ამოსუნთქვა დამიბედე,
რომ გიყურებ, გათენებაც მიხარია,
მიმაგებე ალერსით და კოცნით ედემს,
მგონია, რომ ეს ცხოვრება სიზმარია.
სიზმარია, ცაში ლაღად რომ დავფრინავ,
შენ გიყურებ, როგორც რჩეულს, სიზმრის მეფეს,
გამომსხმია ქერუბიმთა ნაზი ფრთები
და მოვფრინავ, შენთან ყოფნა დამიბედე.
და აორტებს რომ აოტებს შენი ტრფობა,
განა მართლა ტყუილია და სიზმარია,
შენთან ყოფნა, შენი სუნთქვა დამიბედე,
ეგ თვალები ჩემთვის წმინდა ცისკარია.
მაია დიაკონიძე
2.01.2022 წელი

Wednesday, February 2, 2022

ტოროლა, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ტ ო რ ო ლ ა

,,ტოროლას მაინც არ მოვკლავ,
ბევრიც რომ მქონდეს წამალი,
საწყალი ღამის მეხრისა,
ის არის დილის მამალი".
( ხ ა ლ ხ უ რ ი )
1. ჩემისთანა ბედნიერი არის თითო – ოროლა... ვხარობ, დილას რომ მითენებს ხმაწკრიალა ტოროლა! 2. უკვე ისე მივეჩვიე ყოველ დილას სულ ველი, მის ხმასა აქვს სიყვარულის
და სიცოცხლის სურნელი. 3. ღმერთო, ღმერთო, აარიდე, მიმინოს და ოლოლებს, დილის ტკბილად გამთენებელ ხმაწკრიალა ტ ო რ ო ლ ე ბ ს! 4. მომიფრინდეს და შემიცნოს, სანდო ადამიანად, როგორ ტკბილად ჩამოვკოცნი, ქოჩორ – ბუმბულიანად!

5. დე, მატკბობდეს ეს გლობა,
ვით ხმა ძველი რუნების...
ხ მ ა უზრუნველ ბ ა ვ შ ვ ო ბ ა შ ი
ხელახლა დ ა ბ რ უ ნ ე ბ ი ს!
ელგუჯა ციგროშვილი ქ. თესალონიკი 2. 02. 2022 წელი

ზებულონს (სატრფიალო)

განა, სიტყვებით აღვწერ იმას, რასაც ვგრძნობ ახლა?
სავსეა გული მონატრებით და სიყვარულით,
თითქოს დავფრინავ თეთრ ღრუბლებში, მაღლა და მაღლა,
 ჩემი რაში კი ლურჯი არის და ზეზღაპრული.
და ზეცას ლამაზს ემატება კიდევ ფერები,
ჩარდახს ვარსკვლავთა მოუთმენლად სევდით გავყურებ,
იქნებ იქაა მხედრიონი, შენი ამალა,
როგორ ნატვრისთვალს ვათამაშებ ხელში საყურეს.
და გიხმობ ახლა,  გამოგიხმობ ასი წლის მერეც,
ზებულონი ხარ, არა მტოვებ არასდროს მარტო,
შენ სიყვარული დააწერე ჩემს გულის ფიცარს,
მე კი ამ მიწის სურნელებად, იებად გნატრობ.




ისევე როგორც შენი თმები, შენი თვალები,
ხან მშვიდია და ხან ბობოქრობს არმაგედონი,



Tuesday, February 1, 2022

შემომეყვარე (სატრფიალო)

შემომეყვარე, ისე წრფელად, ისე უბრალოდ,
თვითონ არ ვიცი, შენი თავი რამ შემაყვარა,
და მკლავს სურვილი შენი კოცნის უკიდეგანო,
და ვკვდები, ვკვდები, სხვისი რომ ხარ, ჩემი კი არა..
და ჩვენ ორ შორის, მე მგონია, ფიქრის ხიდია
და მე ვისუნთქავ შენი სუნთქვის რაღაც ნაწილებს,
შენი სურვილი, კარგად ვიყო, მეხამრიდია
და ათასნაირ ბოროტებას თავზე მაცილებს.
შემომეყვარე, ისე წრფელად, ისე უბრალოდ,
თან მომიტანე თოვლის, წვიმის მარადი სევდა,
იუპიტერო, ჩემო მარსო, ჩემო ზუალო,
თავზე დამატყდი უბედობად ან იქნებ ბედად?!










როდესაც გეძინა (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

როდესაც გეძინა და იყავ მდუმარე, 
იმდენი ლამაზი კოცნები მოგპარე,
და სარკეს ჩახედე, როცა გაიღვიძებ,
ტუჩებზე გიტოვებ პომადის ღიმილებს.

მე ხომ შენი არიადნე მქვია (სატრფიალო)

 ცის კოსმიურ ლაბირინთში გეძებ, 

არ დაგკარგო, არ დამებნეს კვალი,

ძაფის ბოლოს მოგაწოდებ თეზევსს,

ჩემი გწვავდეს მინდა ტრფობის ალი.

გამოყევი და მოგიყვანს ჩემთან, 

აგაცილებს ცუდ ამინდს და ხიფათს,

გავუმკლავდეთ უბედობას ერთად,

მე ხომ შენი არიადნე მქვია.


მენატრები (სატრფიალო)

 მენატრები!

მენატრები, როგორც სუნთქვა გაზაფხულის,
როგორც ტყეში ლურჯთვალება ია,
მენატრები, როგორც მთები ალანძული,
მზის ჩასვლისას თვალს რომ მორცხვად ხრიან.
მენატრები და არა აქვს ამას ახსნა,
რატომ, რისთვის, ან რა ვნახე შენში?!
მენატრები, როგორც წყალი უკვდავების,
მთის წყაროდან ცვარი ერთი პეშვი.
მენატები და არა აქვს დასასრული,
შენი ნახვის მიზეზსა და მიზანს,
იმედი მაქვს, მალე მოვა გაზაფხული
და მიმიღებ შენი გულის ხიზანს.
მაია დიაკონიძე
31.01.2022წელი