Friday, April 9, 2021
ანგელოზები ისევე სდუმან (ეძღვნება 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას)
Thursday, April 8, 2021
ჩემო სამშობლოვ! (ერთსტროფიანები)
როგორ ანათებ,
ჩემო სამშობლოვ,
როგორც მზის სხივში
ანთებული
ვარდის ფურცელი,
მინდა რომ იყო
სულ სასურველი.
სიყვარული როგორ გამისატევრდა, მომიშვირეთ გულზე ლულა ნაგანის, რომ ვერ დათბა და რომ ვეღარც გათენდა,
მკვლელისათვის ლოცვაც იყოს ალალი.
მხოლოდ სულშია ის სილამაზე,
რაც გვიზიდავს და ასრე რიგ გვათბობს, შენ მაპატიე, მაისის ვარდო!
ქართული ენა (მოგონებებიდან)
მახსოვს, ერთ ზაფხულს ქობულეთში ბელგიელი ქალბატონი გავიცანი, ორი შვილი ჰყავდა, გოგონა და ბიჭი. ბავშვები ძალიან დათრგუნულად გამოიყურებოდნენ, ქართველ პატარებთან ვერ ამყარებდნენ კონტაქტს, ქალბატონი კი აღფრთოვანებული იყო საქართველოს ბუნებით, ბავშვებისთვის უხვად მოჰქონდა ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, თევზი, იცინოდა, ასეთ საჭმელს ბელგიაში ვერ შეჭამო. გავესაუბრე, აღმოჩნდა, ქართველი ქმარი ჰყოლოდა, ტაქსის მძღოლად ემუშავა ბელგიაში და ავარიაში დაღუპულიყო. ვკითხე, ბავშვებს ქართული რაზე არ ასწავლა-მეთქი, ქართულად რომ ლაპარაკობდა, ეტირებოდა ხოლმე და თავი დაანება ამ საქმეს, მე კი ვსაყვედურობდიო, მიპასუხა ქალმა. კახელი კაცი ყოფილიყო, ელოდებოდნენ მშობლები შვილს, მაგრამ ნეშტი ჩაუტანეს, სამწუხაროდ, მეუღლეს კი ძალიან უყვარდა საქართველო და ზაფხულობით ბავშვები ჩამოჰყავდა ბებია-პაპასთან. ღმერთმა დალოცოს ასეთი ადამიანი. სამწუხაროა, როცა ქართველები, ემიგრაციაში მყოფნი, თავიანთ შვილებს არ ასწავლიან მშობლიურ ენას.
Wednesday, April 7, 2021
გეხვეწები, ჯერ არ გამიფრინდე! (სიმღერა, შეასრულა მაია სიჭინავამ)
ვგრძნობ, რომ გული ზევით ცისკენ იწევს,
ვეხვეწები, ჯერ არ გამიფრინდე,
ადრე არის, მოიცადე კიდევ.Monday, April 5, 2021
სადღა არის, ძვირფასნო! (ერთსტროფიანი, სიმღერა შეასრულა მაია სიჭინავამ))
სადღა არის, ძვირფასნო,
იები და ვარდები,
სადღა რბიან ფიქრები,
ფიქრნი დარდიმანდები,
დარჩნენ უკან წლებივით,
დრომ დამიგო ფანდები.
დამითმია სხვებისთვის
იებიც და ვარდებიც,
ოღონდ არ გამაყოლოთ
ზევით თქვენი დარდები.
გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებასტან დაკავშირებით
ძვირფასო მეგობრებო, მთელ საქართველოს ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას, ერის უდიდესი ტკივილია ასეთი ადამიანის დაკარგვა, წავიდა იმ ქვეყნად მატარებლის ხმა-გუგუნში, გაიყოლა ჩვენი გულები, გაგვიჭირდება მის გარეშე და მასაც ჩვენს გარეშე, ვეღარ დავინახავთ მის სიკეთით სავსე თვალებს, ვეღარ დაგვამშვიდებს და ვეღარ მოგვეფერება, თუმცა დიდი განძი დაგვიტოვა, მისი კეთილშობილური სულით გამთბარი ნაწარმოებები, მზეებად რომ დაინთება მომავალი თაობის გულებში. მინდა სიმღერა მოისმინოთ, რომელიც მაია სიჭინავამ დაწერა ჩემს ტექსტზე: "მატარებლის ხმა-გუგუნში", თითქოს დაგვემშვიდობა მთელ საქართველოს ბატონი გურამი
იოსებ მაჭარაშვილის ლექსზე პასუხი
ბრძოლას, ო, ბრძოლას სიმართლისთვის... და თავდადებას...
მუდამ მოელის პოეტისგან სული ქართული...
სული, რომელიც ეგებება მზის დაბადებას,
მარადისობის წიაღიდან წამომართული!
მარადისობის წიაღიდან წამომართული,
თითქოს ფერფლისგან აღმდგარა და მიმართავს თხოვნით
ქართველ პოეტებს, დაარჩინონ თავის მამული
ბრძოლით და არა ქეიფით და თითების ლოღნით.