საოცარი ადამიანი იყო მამა, გვასწავლიდა ხატვას, ქანდაკებას, ძერწვას, ჭადრაკს, რა თქმა უნდა, სკოლის საგნებთან ერთად. ამის გარდა, თავისუფალ ჭიდაობას. ამისთვის სპეციალური საჭიდაო ლეიბიც კი გვქონდა შეძენილი, იმაზე ვჭიდაობდით, ათასნაირი ილეთი ვიცოდით, ბოქსშიც კი ვვარჯიშობდით, ალბათ, გაგიკვირდებათ, გოგონებს ჭიდაობა რად გინდოდათო, მაგრამ მამა ვაჟკაცებივით გვზრდიდა, რომ არავის დავეჩაგრეთ. ტოლს არ ვუდებდით სამნი დანი ბიჭებს სირბილში, ხტუნვაში, ფარიკაობაში, ტანვარჯიშში, ორთაბრძოლებშიც კი, ამით ძალიან ამაყობდა. სახლში გვქონდა ჩამოსაკიდი რგოლები, კალათბურთის ფარი და რა აღარ, ზრუნავდა ჩვენს (ხუთნი ვიყავით) ყოველმხრივ განვითარებაზე. წარმოიდგინეთ, რა რთულია ამდენ ბავშვთან გამკლავება,მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი. უზარმაზარი ბიბლიოთეკა გვქონდა, წიგნი არ იყო დარჩენილი სახლში, რომ არ წამეკითხა. ყველაზე კარგი საჩუქარი ჩვენს ოჯახში წიგნი იყო, დღეს მისი ადგილი კომპიუტერმა დაიკავა, მაგრამ არაფერი სჯობია სტამბიდან ახალგამოსული წიგნის სურნელს. შეაყვარეთ წიგნები თქვენს შვილებს და შვილიშვილებს და ისინი შეიძენენ მთელ სამყაროს!
Monday, April 5, 2021
Sunday, April 4, 2021
უკვე ვეაღარ ვასრულებთ ქართველები მისიას
ადიდებულ მდინარეს მიაქვს, ვხედავ, ქართველი
არსაიდან არაა ჩანს მშველელი და მაშველი,
იქნებ ფასი დაუგდონ ზეთს, ვერ ვრჩები ნისიას,
უკვე ვეღარ ვასრულებთ ქართველები მისიას,
გადარჩენა სამყაროს ოდითგანვე გვეწადა,
მარტო მედეასათვის ხარკი უნდა ეხადათ,
მაგრამ ვატყობ ქვეყანას სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ,
დღეები კი წანწალით, უსახურად მიდიან,
ეჰ, ნეტავი იმედის ვარსკვლავები მენახა,
მზეს ოქროსფერ ქათქათას ჩვენთვის გამოენათა,
ახლა ჭირისუფალად დავდგომივარ ქვეყანას,
მაინც არა ვღონდები, ჟამს მივუსწრებ ფეხადაც.
Friday, April 2, 2021
ყვავილებიც იშლებიან ჩემთვის (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ
მგონია, რომ მიგალობენ ჩიტები,
ყვავილებიც იშლებიან ჩემთვის,
ბოროტებას ამ მიწაზე რა უნდა,
როცა გული სიამისგან მღერის,
ჰაერივით რომ ევლები ქარაფებს,
გადაჰყურებ ხეობებს და ხევებს,
კალმახი რომ ეგებება ჩანჩქერებს,
შენ კი გიჟურ მზიანეთის ჩქერებს.
ნეტავ, მეტი რაღა უნდა ინატრო,
გული როცა მხოლოდ ამას ეძებს,
დილით ისევ გაგიღიმებს აპრილი
და დალოცავ შენი ქვეყნის ედემს.
Thursday, April 1, 2021
უ ა ხ ლ ე ს ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ავტ. იოსებ მაჭარაშვილი
ვისაც ლექსის პირუთვნელად შეფასება შგიძლიათ, შეაფასეთ - "უახლესი საქარველო".
Wednesday, March 31, 2021
ბავშვობის მოგონებებიდან
სასწაული იყო, მაგრამ ბავშვობაში შაქრიან პურს ვჭამდი ხოლმე, ზედ წყალსაც მოვასხამდი და იმ დღეს აუცილებლად მივიღებდი წერილს დედასგან ან მამასგან, რომლებიც ჩვენ უკრაინაში ბებიასთან გვტოვებდნენ, თვითონ საქართველოში ბრუნდებოდნენ, აბა, სამ თვიან შვებულებას ვინ მისცემდა?! მეც ძალიან რომ მომენატრებოდნენ მშობლები, ეს საიდუმლოება ერთმა გოგონამ მასწავლა, ალბათ, ჯადოქარი თუ იყო, პურის ნაჭერს მოვიჭრიდი, შაქარს მოვაყრიდი, წყალსაც მოვასხამდი, ნეტავ, რა მაჭმევდა?! იმ დღეს თუ არა, მეორე დღეს წერილი გარანტირებული მქონდა. თუ სიზმარში სისხლს ვნახავდი, დედა ან მამა ჩამოვიდოდა. ახლა ვფიქრობ, არსებობს რაღაც უხილავი ძაფები, მშობლებს და შვილებს ერთმანეთთან რომ აკავშირებს და ისინი სიკვდილის მერეც არ იკარგება, ეს კავშირი სამუდამოა, ასე ვფიქრობ და რა ვქნა?!
ზვიად გამსახურდიას!
შეწირულო შვილო და შეწირულო მამაო,
ქვეყანაში ჩვენსაში აცივდა და დაზამთრდა,
იყიდება ყოველი, გაჰყიდიან მამასაც,
გოჯი მიწაც არ გვრჩება, აუწიეთ მაზანდა!
შეწირულო შვილო და შეწირულო მამაო,
აღარ აგაზაფხულდა, არ აყვავდა, არ დათბა,
სისხლით სავსე ჭურვებით აუვსიათ ჭურები,
მიწამ ვეღარ გაუძლო, ნაწილებად გადასკდა.
შეწირულო შვილო და შეწირულო მამულო,
უზნეოთა ხუშტურებს ეს ქვეყანა გადაჰყვა,
მომავალიც არა ჩანს, ძროხაც დაშრა მეწველი,
სამუდამოდ ჩავკეტავთ დარუბანდს და დარაბას.