ერთმა ღიმილმა მომხიბლა
და მანვე იქვე დამადნო,
გული მიქცია ორ ხიდად
ერთმა ღიმილმა მომხიბლა
და მანვე იქვე დამადნო,
გული მიქცია ორ ხიდად
ნახევარი საქართველო შიმშილობს,
სამყაროს ვუწყობ ფეხს თუ
სამყარო მიწყობს,მე მჯეროდა სიყვარულის, შენ კი არა გჯეროდა,
ყვავილები კიდევ დამრჩა მოტანილი მდელოდან,
ზღვის ფერებიც წამოვიღე, ციდან წვიმის წვეთებიც,
ანარეკლი მაგ თვალების, გამინათოს ბნელეთი.
მე მჯეროდა სიყვარულის, შენ კი არა გჯეროდა,
დიდი ხნის წინ დამივიწყე, გული არ გიმღეროდა,
მე კი სულში შევინახე შენი ხმა და ფიქრები,
კვლავ მიყვარხარ, როგორც უწინ, ქვეყანას გეფიცები.
რომ მჯეროდა სიყვარულის, არასდროს მინანია,
სულში ისევ სიყვარულის გრიგალი და ქარია,
გაცდება ამ საუკუნეს და ღრუბლებში წამიღებს,
ვერა ვგრძნობ ვერც დაბერებას, ვერც უჟამურ ამინდებს.
მე მჯეროდა სიყვარულის, შენ კი არა გჯეროდა,
გუშინ დღისით დაგინახე ალუბლების ჩეროსთან,
მიყურებდი, თვალს ვერ მწყვეტდი, აღამებდი ქუჩაში,
თურმე შენც ვერ დამივიწყე, აღარა თქვა უარი.
ოთხყურა
ნელიკო ძალიან პატარაა და მინდორში უფროს დას - ნიაკოს მიჰყავს ხოლმე, იქ ყვავილებს კრეფენ, მაგრამ ამჯერად დები სამყურების სანახავად წავიდნენ, ბებიამ უთხრა, თუ ოთხყურას იპოვით ამდენ სამყურებში, რაც ძალიან იშვიათია, მოწყვიტეთ და სურვილი ჩაუთქვით, აუცილებლად შეგისრულდბათო. დადიან დები მინდორში, შორს მთები მოჩანს, მწვერვალებით დაფარული, აღტაცებით შესცქერიან, ნეტავ, ერთხელ იქ მოგვახვედრა, თოვლის პაპას ვნახავდითო. ყურადღება ეფანტებათ, ხან პეპლები სტაცებთ თვალს, რა ლამაზი ფერები აქვთო, გაიძახიან, ხან - ფუტკრების ბზუილს უგდებენ ყურს, ჭია-მაიებიც არ ავიწყდებათ, შემოისვამენ ხელზე და გაიძახიან: "ჭია, ჭია, მაია, ხვალ როგორი დარია?!", ზოგი ჭია-მაია შორს მიფრინავს, ზოგიც- იქვე ახლო ყვავილზე ჩამოსკუპდება, ზოგი გოგონების ხელს თავს არ ანებებს და ზმორებით მიდი-მოდის თითებზე. ამასობაში მზეც დასავლეთისკენ ეშვება, დიდებულად მიგოგავს ქვვით-ქვევით, გოგონებს ახლაღა ახსენდებათ სამყურები, გაფაციცებით ეძებენ, პატარა ხელებით ეფერებიან ბალახს, უცებ ნელიკო ყვირის, ვიპოვე, ვიპოვეო, შურით უყურებს ნიაკო დას, მოწყვეტილ ოთყურას ხელიდან ართმევს, კარგად აკვირდება და ამოწმებს, ნამდვილად ოთხყურაა, თუ არაო, მერე უბრუნებს და აჩქარებს, ჩაიფიქრე სურვილიო. ნელიკო ისევ დას აძლევს თავის ოთყურას, შენ ჩაიფიქრეო, ბოლოს დებს ბებიასთვის მიაქვთ ბალახი, ის უფრო კარგ სურვილს ჩაიფიქრებსო. ხელიხელჩაკიდებულნი თითქოს მიფრინავენ ყვავილებით მოჩითულ ველზე, თან მიარბენინებენ თავიანთ ოცნებებს და სურვილებს, რომლებიც, იციან, აუცილებლად ასრულდებათ.
ჩემ წინ სწრაფად ჩაიქროლეს
ყანებმა და მინდვრებმა,სისხლისფერი ტუჩები გაქვს,
მზის სხივი გაქვს თვალებში,