Saturday, March 20, 2021

ერთსტროფიანი

ეს ქვეყანა წინ ვერ მიდის
და ვერც ჩემი საქმეები,
ეჰ, რა ცოტა სიხარული
და ამდენი ქარ-მეხები,
ვერაფერს ვერ გავუმკლავდი,
გულის დამრჩა ნაფლეთები.

Wednesday, March 17, 2021

ისლიას ავტ. იოსებ მაჭარაშვილი

 ისლიას

-----------------
ფაფარგაშლილი წლები მიჰქრიან
როგორც წარსულის ბედაურები...
და, სიზმრებივით, (მუდამ ფიქრიან)
ლანდებს ტოვებენ ნანდაურები!
ლამაზ ზეგანზე,- თეთრი ნისლია...
მაღალ მწვერვალზე,- ბინდის რინდები...
რაც შენ დაგშორდი, (ჩემო ისლია),
არსად მინახავს მთის ამინდები!
...
როცა,-
(ნისლებზე უფრო ფიქრიან),
ზეცას სერავენ ღრუბლის ქულები,
წეროებივით, საით მიჰქრიან
გარდასულების წმინდა სულები?!
2018 წ;
ვარსკვლავების მჭერები

სახუმარო (მეც მჭირდება დასვენება, ბადრი ჯანაშვილს გავუგზავნე)

მეც მჭირდება დასვენება, მეც ვიყიდი იადონს,
სამსახურში თავსაკლავად ახლა სხვებმა იარონ,
ყველა ჩემმა საქმემ ვხედავ განიცადა ფიასკო,
დღეს აქ ვარ და ხვალ კი - იქა, კაცი ვარ თუ ფიგარო.
აღარავის არ ვჭირდები ავადმყოფი, უფულო,
თუ რამ კიდევ გროში შემრჩა, სხვას ვუბოძებ უთუოდ,
ძმა-ბიჭებიც ავადა მყავს, შეუჭედენ ფიცრებსო,
ღვინის სმას თუ არ მორჩები, მიეწევი, მითხრესო.
დღეს ქეიფს და დროსტარებას ეძახიან ლოთობას,
ქალისათვის წამღერებას უზრდელობას, შფოთობას,
მარტო შრომამ ვირი მოკლა და არც ჩემი ხათრი აქვს,
ჩამოასხი მერიქიფევ, ერთი ჭიქა რას მიზამს.
ახლა უნდა გავატარო ეს ცხოვრება ძმობაში,
ვისკი უნდა გადავყლურწო, ეს ყოფილა მოდაში,
მივაყოლებ მანგოს, ბანანს, დოლ-გარმონიც მჭირდება,
საიქიოს გამაცილონ თბილისელმა ბიჭებმა.








ერთსტროფიანი

 გული დამწყდა, რომ გავიგე, 

მე გამწიეს გვერდზე 

და სხვა ვინმე ჩემს მაგივრად 

მიიხუტეს მკერდზე.

Tuesday, March 16, 2021

ერთსტროფიანი

 მახსენებს ჩემს ტკბილ ბავშვობას გახამებული საყელო, 

დედის ხელებში დანაჭერს დღესაც თითებში ვივლებო,

მომეძალება სურვილი, წავყვები ზევით ფიქრებსო,

მონატრებული ვტირივარ, ეს გული როგორ მიძლებსო.

ჩემო ია-იაო

 ჩემო ია, იაო, 

ირგვლივ შუქის მფინავო,

გაზაფხულის მაცნე ხარ, 

ლურჯ თვალებად ბრწყინავო,

მინდორ-ველზე ბევრია 

ყოჩივარდა, ენძელა,

მაგრამ შენი ალერსი

მესურვილა მე მეტად.

ანათებ და ამინდებს 

ფერს აძლევ და სურვილებს,

დაამშვენოს ბაღები

ვარდისფერი კაბებით,

დაიღვაროს ნამებით,

ნაკადულით, ჩანჩქერით,

ტყემლის თეთრი ყვავილი

ტრიალებდეს ჰაერში,

ჩემო ია-იაო,

ლურჯ თვალებად ბრწყინავო,

სიყვარულის ფერს აძლევ

სიოსაც და ნიავსო.


,







Monday, March 15, 2021

ერთსტროფიანები

 რომ გგონია, საქმე ქენი,

არ გითვლიან სიკეთედ,
დაუნდობლად აგიღებენ 
ჯოჯოხეთში ბილეთებს.

ვერ გავიგე ამა ქვეყნის,
უკვე აღარც მცალია,
დასათვლელი და ძვირფასი 
თითოეული წამია.

როგორც ვხედავ, 
დღეს ქართველი 
თავს იწონებს ამით, -
ვინ როგორი დიზაინით 
აიშენა სახლი, 
საერთო სახლს 
აღარ ჩივის 
უკვე აღარავინ.

თუ ვინმეს გული გატკინეთ, 
თუ კი ვემსხვერპლე დიდ თოვლს, დამიმახსოვრეთ, გიყვარდეთ, 
ჩემი შენდობის იყოს.

ზოგს ჩიტი მოსწონს ღაბუა,
ზოგს კიდევ დიდი არწივი,
ზოგს- ლამაზი და ზოგს - უშნო, 
ვის - ჭკვიანი, ვის - არიფი.