არ ღირს ამქვეყნად ცხოვრება,
სიკეთის ფასი მცირდება,
სიტყვა არ უნდათ ალალი,
პირფერი, ეშმა სჭირდებათ,
სევდის ჭია ღრღნის მართალ კაცს, -
ნეტავ, სწორედ თუ იქცევა,
შვილი შიმშილით უკვდება,
ღმერთი სამოთხეს ჰპირდება.
Sunday, February 10, 2019
Saturday, February 9, 2019
შემოდგომის ნობათი (ზღაპარი)
შემოდგომის ნობათი
გოგონას ყვავილები უყვარდა, მაგრამ რომელ გოგონას არ უყვარს ყვავილები?! ზაფხულში მინდორში გასული ეალერსებოდა და ეფერებოდა მათ. აგერ ყაყაჩოს მოწყვეტდა, გვირილებს შეაგროვებდა, ვარდკაჭაჭას ცისფერ ყვავილებს დაამატებდა და დედასთან შესანიშნავი თაიგულით ბრუნდებოდა. შემოდგომიდან დაწყებული ლამისაა ზამთრის ბოლომდე მოიწყენდა ხოლმე: ველ-მინდვრებს ფერი აკლდებოდა, დასევდიანებული გაშავებული მდელოები აღარ ასაჩუქრებდნენ გოგონას ყვავილებით, ცივი ქარი უბერავდა, ღრუბლები კი ისე ავისმომასწავებლად მუქდებოდნენ, თვითონაც უკვირდათ თავიანთი სიშავე და გოგონასთან შერცხვენილები ხანდახან წითლდებოდნენ, აი მაშინ, როცა მზე ჩადიოდა. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ მეორე დღეს ქარი ამოვარდებოდა. ასე ამბობდა გოგონას ბებია, მისი ნათქვამი კი ყოველთვის მართლდებოდა. აი, იმ დღესაც დაუბერა შემოდგომის ქარმა, ატრიალა და აბზრიალა ერთი მცენარის თესლი და გოგონას სახლის აივანზე ქოთანში ჩააგდო. გაზაფხულზე, ქოთანში, რომელიც მიწით იყო სავსე, მაგრამ შიგნით გახარებული ბალბა რატომღაც გახმა, პატარა ყლორტი ამოიწვერა. ალბათ, რომელიმე ყვავილიაო, იფიქრა გოგონამ და მოვლა-მზრუნველობას არ აკლებდა. მიწას უფხვიერებდა, წყალს უსხამდა. წყალი განსაკუთრებით უყვარდა მცენარეს. როგორც კი მიწა გაშრებოდა ქოთანში, მაშინვე მოიწყენდა, ფოთლებს დაბლა დაუშვებდა, რომ იტყვიან, ყურებს ჩამოყრიდა ხოლმე. ვერა და ვერ ხვდებოდა გოგონა, რა ყვავილი უნდა ყოფილიყო მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი, იზრდებოდა და სარეველა ბალახს ემსგავსებოდა, უზარმაზარმა ღერომ მრავალი მოგრძო ფორმის დიდი ფოთოლი დაისხა, აიტოტა და ამაღლდა, ლამის პატრონს დაეწია სიმაღლეში. ის იყო, გოგონას გული უნდა აცრუებოდა მცენარეზე, რომ ერთ დღესაც მან თეთრი პატარა ყვავილები გამოისხა. გული შემოუბრუნდა, მაინც ყვავილებია, თუმცა არა დიდად შესამჩნევი და ლამაზიო. ცოტა ხანში კი ნახევრადბუჩქს ყველა მხრიდან გრძელი მწვანე წიწაკები ჩამოეკიდა, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი თავიდან თეთრ ყვავილებში გამოიფსკვნა, მერე დაგრძელდა, დაგრძელდა და შემოდგომისთვის უხვი მოსავალი მისცა პატრონს. მწვანე წიწაკები თანდათან გაწითლდა. ყველა მეზობელი, ვისაც ყვავილები უყვარდა, შურის თვალით შესცქეოდა აივანზე წითლად მოკვასკვასე მცენარეს, ის კი არ იცოდნენ, რომ ეს ყვავილები კი არა, წიწაკა იყო.
ბევრი იცინეს შინაურებმა, ყვავილის ნაცვლად წიწაკა გაგიზრდიაო, - ჰეიდა, შემოდგომის ქარი, რა ნობათი მოგართვაო! - იძახოდა ბებია და წითელ ღრუბლებს შეჰხაროდა, სხვა ბებიებისგან განსხვავებით (ყველამ ვიცით, რომ ბებიებს ქარი არ უყვართ, ბავშვი არ გაცივდეს ან რაიმე ვირუსული ინფექცია არ შეხვდესო!), - რა იცი, ხვალ კიდევ რა საჩუქარს გისახსოვრებსო! - აიმედებდა გოგონას, რომელსაც ისე მოეწონა წიწაკა, რომ თავისი ეზოს ბაღშიც მოაშენა სხვადასხვა ჯიშის და ფერის, მექსიკური, ტკბილი და მწარე, ბულგარული, ასევე ტკბილი და მწარე. ყვავილები ზოგს თეთრი ჰქონდა, ზოგს - მოიასამნისფრო, ზოგსაც - მუქი იასამნისფერი, შესაბამისად - ნაყოფიც ზოგის მწვანე იყო, ზოგის - იასამნისფერი ლაქებით, ზოგისაც - სულ მთლად წითელი. ისიც წაიკითხა წიგნში, რომ წიწაკის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, ხოლო ევროპაში მისი თესლი ცნობილმა მოგზაურმა კოლუმბმა შემოიტანა. მშრომელმა გოგონამ რამდენიმე წიწაკა სახლის პირობებშიც გაზარდა, რის გამოც მათი ნაყოფი აღარ იყო ისეთი გრძელი და დიდი, ვინაიდან მათ მიწა და ჰაერი აკლდათ. ისინი დეკორატიულ მცენარეებად იქცნენ. დღეს ბევრ სახლში იწონებენ თავს თავიანთი პატარა წითელი ნაყოფით. მეზობლებმა და მეგობრებმა კი გოგონას წიწაკის დედოფალი შეარქვეს.

Friday, February 8, 2019
ელავენ ისევ წყალზე ბონდები?!
ცას ებჯინება ღერი ბამბუკის,
ვწევარ და ზეცას კრძალვით შევყურებ,
ისმის ბუზების "ბრავო" და "ბისი",
ერთდროს აქ დამრჩა ოქროს საყურე.
დავბრუნდი ისევ, რადგან მწყურიხარ,
დავბრუნდი, რადგან შენ მაგონდები,
ნეტავ, სად არის ოქროს საყურე?
ელავენ ისევ წყალზე ბონდები?!
ვწევარ და ზეცას კრძალვით შევყურებ,
ისმის ბუზების "ბრავო" და "ბისი",
ერთდროს აქ დამრჩა ოქროს საყურე.
დავბრუნდი ისევ, რადგან მწყურიხარ,
დავბრუნდი, რადგან შენ მაგონდები,
ნეტავ, სად არის ოქროს საყურე?
ელავენ ისევ წყალზე ბონდები?!
მამული ჩვენი, უპატრონო
საცაა ტვინის ლაბირინთში ჩაწვება ღამე,
ვერ იხმაურებს სისხლი ძარღვში, ისე ძალუმად,
შენ ვეღარ გნახავ ბუმბულივით მსუბუქს და ფრთაჭრელს,
უსასოდ ქმნილი რომ გაიშლი ნაზ ფრთებს სათუთად.
ამაოების დიდ მორევში გადავარდნილებს
კაცთა სიმხეცე, ავხორცობა, ფიქრი გვაკვირვებს,
ზეწამოწევაც ისე გვიმძიმს, თითქოს ვთლით ლოდებს,
მამული ჩვენი, უპატრონო, გვიცქერს და გოდებს.

Thursday, February 7, 2019
მოჩვენება (მინიატურა)
ჰო, ყანაში ცხოვრობდა, ბევრი ამბობდა, ყანაში დავინახეთო, კი ცდილობდა, არავის მოეკრა თვალი, მაგრამ ზოგჯერ რაღაცა ეშლებოდა, რაღაცა არ გამოსდიოდა. დილით ყანაში გამოსულ ქმარს შორიახლოს დაუჯდებოდა, უყურებდა, როგორ უვლიდა ჯეჯილს, თოხნიდა, მარგლავდა, მერე გათიბავდა, ისიც შორიდან უცქეროდა, თვალს ვერ აცილებდა, ეცოდებოდა, უპატრონოდ დარჩაო, რძალს, სადილს რომ მოუტანდა მამამთილს, ალმაცერად გადახედავდა- ქა, ეს რა მოუტანია, მეტი ვერაფერი გაიმეტაო?! მერე სიყვარულით შეაცქერდებოდა ქმარს თვალებში, კმაყოფილია თუ არა საკვებით, მოეწონა თუ არაო. მართალია, კაცი რძლის თანდასწრებით მაინც არ შეიმჩნევდა, უკმაყოფილოც რომ დარჩენილიყო, ყოველთვის უღიმოდა და ლოცავდა: შენმა ხელებმა გაიხაროს, რა კარგი საჭმელი მოგიმზადებია, შვილოო და კიდევ ათასგზის ეტყოდა: - შენი გამზრდელი დალოცოს ღმერთმაო.- ცოტა კი გაპილპილდებოდა ხოლმე, ერთხელ მაინც უსაყვედუროს რამეზეო, მაგრამ მაინც უხაროდა, ჩემი ვანოს ცოლს სხვანაირად როგორ უნდა მოექცესო. ერთ დღესაც სადილი მარიამმა მოიტანა, მეზობლის ქალმა, უქმარშვილოდ გადავარდნილმა, გაუღიმა კაცმა, ხელზე ხელი გადაუსვა მზრუნველს, თვალებგაშტერებული უყურებდა ქალი ხელების მოძრაობას, დაფრთხა, შეშინებული იქვე ჩამოჯდა თავჩაქინდრული, მიწას მიშტერებოდა. - ახლა რაღა ვქნა? - ათასჯერ უსვამდა თავისთავს ამ შეკითხვას. - ვიცი, აქა ხარ, - მოესმა ხმა, მიიხედ-მოიხედა, ქმარი მას ელაპარაკებიდა და პირდაპირ დიდ თვალებში უყურებდა, თითქოს ხედავდა, სუფრას გახედა, მარიამი წასულიყო, - მაპატიე, - ისევ მოესმა. ხმაამოუღებლივ შეერია ყვავილების ბაღს, გრძნობდა, როგორ მოყვებოდა კაცი უკან, ის იყო, ხელი შეახო მხარზე, სასოწარკვეთილმა იყვირა და გაქრა. მას მერე მოჩვენება აღარავის დაუნახავს...
Monday, February 4, 2019
მივუყვებოდი ნაწვიმარ ველს!
მივუყვებოდი ნაწვიმარ ველს, როგორც დერვიში
და დიდზე დიდი გასავლელი მქონდა მანძილი
"ა" ქვეპუნქტიდან "ბ" პუნქტისკენ მიმავალ გზაზე,
იქ დამრჩენოდა სიფაქიზეც და სილამაზეც.
ვუახლოვდები "ბ" პუნქტსა და არაფერს ველი,
წინ გამეშლება ვაშლების ბაღი, მზიანი ველი,
აკრულ-ჩაკრული ასოებით მივაწერ კარზე,
"ის შემორჩება ამა ქვეყნად, რაც ვითამამე!"

არ დაიჩოქო
ჩაფიქრებული სარკმელიდან მზეს ვუყურებდი,
მინდვრად, ველებზე დარჩენოდა მცირე ალაფი,
სხივს აკვესებდა დაგდებული ქამარ-ხანჯალი,
მზე ჩადიოდა, ცხოვრებასთან ნაბრძოლ-ნაჯაფი,
და მხოლოდ ერთხელ შემომხედა, სევდის ღიმილით,
თითქოს ამავსო ყვავილებით, ვარდით, გვირილით,
ზოგჯერ ეს ერთი შემოხედვაც საკმარისია,
არ დაიჩოქო, შეასრულო შენი მისია.

Subscribe to:
Posts (Atom)